მთლა ფესტივალი არაა, ჯერ ადრეა მარა მაინც ფასდაკლებები იჩითება
27-28 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, თბილისში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა „მოიზღვავე წიგნები“.
გამოფენაზე წიგნები 40-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს 8 წამყვანი გამომცემლობის წიგნები
„აზრი“ გამომცემლობა აზრი
„არეტე“ არეტე/Arete
„არტანუჯი“ გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing
„დიოგენე“ გამომცემლობა "დიოგენე" Diogene Publishers
„ინტელექტი“ გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing
„ლოგოს პრესი“ გამომცემლობა ლოგოს პრესი
„სიესტა“ გამომცემლობა სიესტა / Publishing House Siesta
„წიგნები ბათუმში“ გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" - "BOOKS IN BATUMI" Publishing
წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ირიათონი“ მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით ატარებს აქციას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყებაში, რაც წიგნების გამოფენა-გაყიდვას განსაკუთრებული ფასდაკლებით გულისხმობს.
https://www.facebook.com/events/234807420267436/ ივენთის ლინკი