ენდერის თამაში წავიკითხე.. დიდხანს ველოდი ამ წიგნს და მოლოდინმაც გაამართლა..
საოცრად არის გადმოცემული ბავშვების და ზოგადად ადამიანების ფსიქოლოგიური მხარე... როგორ ვითარდება ბავშვი.. როგორ ავითარებენ..
ბევრი, სავარაუდოდ, თვლის, რომ არასერიუზული წიგნია... ბავშვები გენერლებად.. "სისულელეა"...
არადა უფრო საინტერესო ამბავია აქ.. 3-4 წლამდე უყალიბდება ადამიანს თვისებები, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში ან ავითარებს ან ბლოკავს... სწორედ ამიტომ უკვე 6 წლის ბავშვები მიჰყავთ სამხედრო სასწავლებელში, სადაც პრაქტიკულად ინკუბატორში ამყოფებენ, რათა ის თვისებები განუვითარონ, რომელებიც მათ "საოცნებო" ადმირალს უნდა ახასიათებდეს.. ამ ყველაფრის მიღწევა, კი ყველაზე ეფექტური საშვალებით უნდათ.. დაბრკოლებების შექმნით.. 6-10 წლამდე ბავშვები ღრუბელივით არიან, რომლებიც ახალ ცოდნას ისრუტავენ.. მშვენიერი პერიოდია ტაქტიკისა და სტრატეგიის სასწავლებლად...
რაღაც პერიოდი იმდენად კარგად იყო გადმოცემული ენდერის მძიმე მდგომარეობა, რომ შეწუხებული ვკითხულობდი..
საბოლოო ჯამში ძალიან მომეწონა.. ველოდები შემდეგ წიგნებს
ორი სიტყვით თარგმანზეც ვიტყვი..
საკმაოდ კარგად იყო დაწერილი.. წყალივით მიდიოდა წიგნი, მაგრამ სადღაც მე200 გვერდის შემდეგ დაიწყო შეცდომები.. ხან გამოტოვებული იყო ასო, ხან სხვა ეწერა..
სხვა მხრივ კარგი იყო
მგონი ჩვენთან ანდერ-რეითიდ წიგნია ძაან... იმედია ვცდები


პს
თავისთავად, წიგნი ბევრად მაგარია ფილმზე
This post has been edited by Nickboy on 28 Feb 2016, 03:48