JoinerHenyd0r1Proteaმადლობა მეგობრებო, გავითვალისწინებ
მოკლედ, დავამთავრე როტფუსის მეორე ნაწილიც.
რა შეიძლება ითქვას? პრინციპში დავფიქრდი და ვერ მივედი დასკვნამდე როგორ შევაბასო.
გარკვეული ნაწილები იყო შესანიშნავი, ზოგი ნაწილი კი მსუბუქად რომ ვთქვათ მნაჰ. ისეთი შთაბეჭიდელბა მრჩება რომ ცალკე ისტორიებათ უფროა ჩაფიქრებული ნაწარმოები ვიდრე ერთ შეკრულს ამბავად. ერთი ამბის მერე მეორე მოდის და ა.შ, ისე რომ სიუჟეტის მთავარ ხაზზე არაფერს ვიგებთ, არ ხდევა ამოხლართვა.
საინტერესო ისაა რომ მიუხედავად იმისა რომ ამხელა მოცულობის წიგნია, მთარდება იქ სადაც იწყება. იგივე კითხვები მაქვს რაც იყო თავში.
კრიტიკა გვერდით გადავდოთ და პოზიტიურ ასპექკებზეც გავაკეთებ აქცენტს. პირველ რიგში მომწონს ავტორის ამბის გადმოცემის მინიმალისტური სტილი.
ვიგებთ როგორც შეერქვა ზედმეტსახელები kvothe the bloodless, kvothe the arcane, ისე სასხვათორიშოთ. რეალურად მიუხედავად თავგადასავლებისა, თითქოსდა მას არც არაფერი ისეთი არ გაუკეთებია. ძალიან სახასიათოა, რადგანაც სინამდვილეშიც ისე ვარდება ხმები, ისეთ უტრირებულ მდგომარეობაში, რომელიც სიმართლესგან მაქსიმალურად შორსაა.
მეორე პოზიტივი რაც მომწონა, იყო ის რომ ამ სამყაროს უფრო დიდი ნაწილი გაგვაცნო. Ademre-ს მერსენარების ისტორია, წიგნის საყვარელი ნაწილი იყო.
კარგია რომ სხვა სამყაროც გვანახე ფერიების, მიუხედავად უაზროდ ჩათხრილი სექსისა, ის მაინც გავიგეთ ბასტი საიდან იყო, და როგორც ჩანს მთავარი ბოროტმოქმედი და მასტერმაინდიც გამოიკვეთა.
უნივერსიტეტის ნაწილმა თავისი დრო უკვე მოჭამა და მომბეზრდა იქაურობა. ერთადერთი ელოდის პერსონაჟი მაინტერესებს მანდ. თან რატომღაც სულ ბრიტანული აქცენტით მოსაუბრე, ტიპი მგონია, რაც მახალისებს.
მოკლედ, ველი მესამე წიგნს. უბრალოდ მთელ ამ ომის ამბავს, ძალიან სასხვათაშორისოთ გაგვიტარებს, თითქოს არც არაფერი.
ეპიკურ ფანტაზის თუ ელოდებით, მგონია რომ ვერ მივიღებთ. მინიმალისტურად, სარკასტულად გატარებულ ამბებს, რომლებშიც მთავარ გმირს პატარა როლი უჭირავს, მგონია რომ უფრო მოსალოდნელია. მთავარია კარგად დაწეროს და ზედმეტად არ გაწელოს, როგორც ეხერხება.
ვსო, ცოტა შევისვენებ და დავუბრუნდები საქმეებს რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა მივადგე
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)