შევაკვდი მეორე აპოკალიპსის სერიებს
პირველ სამ წიგნზე დავწერ მოკლედ
რამდენიმე კარგი ანალოგი აქვს დიუნთან. ერთი სექტაც არის რომლებსაც "დიუნიაინ" ქვიათ და რაღაც პონტში გვანან დიუნელებს. არ წამიკითხავს ინტერნეტში მაგრამ არამგონია უბრალო დამთხვევა იყოს სახელი.
ასევე ბევრი მსგავსება აქვს ისტორიასთან.
რელიგიას უკავია დიდი როლი
ბევრია პერსონაჟების ფსიქოლოგიური ბაზრები საკუთარ თავთან, ალბათ უფრო მეტი ვიდრე დიალოგებები
ბრძოლებზე არანაკლები ყურადღება ექცევა თუ როგორ გადაადგილდება ჯარი, რას ჭამენ და ასეთი დეტალები რომლითაც ბევრი ფანტაზისტი არ იწუხებს თავს.
არ მომეწონა მხოლოდ ის რომ:
ბევრი სახელებია თავიდანვე, თან ისეთი სახელები რომ ენას მოიტეხ. კარგა ძნელია დაიმახსოვრო ან არ აგერიოს ერთმანეთში.
მეორადი პერსონაჟები. მხოლოდ ერთი მეორადი პერსონაჟი შემხვდა რომლის მიმართაც ცოტა სიმპატია მქონდა. უმეტეს შემთხვევაში არც არიან საერთოდ მეორადი პერსონაჟები
ტრილოგია ტყუილად ქვია, მთელი ინტრიგა და ამბები რჩება, ასე რომ თუ კითხვას დაიწყებ მზად იყავი 8 ან 9 წიგნის წასაკითხად.
ვულფი არ არის მაგრამ აქვს ცოტა თავისებური სტილი. წასაკითხად არ არის ადვილი. რიდერის ლექსიკონმა გადამარჩინა. აუდიოწიგნი ვცადე და ვერ მოვაბი თავი ვერაფრით.
რუსებს კარგი თარგმანი ჰქონიათ
ის იშვიათი შემთხვევაა როცა მეორე წიგნი საუკეთესოა ტრილოგიაში