მდაა
თუმცა ისიცაა რო წიგნში ძალიან ბევრი მიმართულებითაა მოვლენების განვითრების პერსპექტივა დატოვებული და თითქმის არცერთი არ მოხვდა სერიალში:
დორნი რაღაცას ჩალიჩობს, მარტელები ემზადებიან.
შტორმის მიწებს ოქროს კომპანია უტევს და საინტერესოა გრიგალის კიდის შტურმი.
გრეიჯოები ტირელებს უტევენ, და ციტადელში რაღაც ხდება.
ბეილიში არენების ველში ინტრიგნობს, და მე-6 წიგნის გამოქვეყნებული თავებიდან რაც ჩანს კარგს არაფეს უპირებს.
მდინარის მიწებში უგულო ქალბატონი ბოგინობს და ლანისტერების იმედი ფაქტიურად ჩამოკიდა სახრჩობელაზე.
ჩრდილოეთში საერთოდ დომხალია, სტანისსა და ბოლტონებს შორის ბრძოლა უნდა მოხდეს, იქ მანდერლი რას იზამს. ხახვის რაინდი კაციჭამიების კუნძულზე მიდის პატარა სტარკის ჩამოსაყვანად. კიდე წითელი ქორწილის მერე სტარკების 1 არმია გაქრა, რომელიც წინ გაუშვა რობმა და სადღაც 3-4 ათასი კაცი ჭააობებში არიან გაუჩინარებული, ზუსტად იქ სადაც ნედ სტარკის ძველი მეგობარი ბატონობს.
ჯონ სნოუ ჯერ კიდევ მკვდარია და მანდაც რაღაც უნდა მოხდეს საძმოში, კედლის მიღმაც,
იქით თავისუფალ ქალაქებშიც საინტერესოა, მიერინის ალყა, ტირიონის ბედი, არია რას იზამს, დეინერისი როგორ მოარჯულებს დოთრაკიელებს.
და მოკლედ საბოლოოდ ფინალი შეიძლება იგივე იყოს და ტახტზე იგივე ტიპი აღმოჩნდეს ვინც სერიალში იქნება, თუმცა აშკარაა რო მოვლენები განსხვავებულად განვითარდება და ზუსტად ეგ იქნება მთვარი მუღამი, მთვარია ეხლა დროზე გამოსცენ წიგნები და ნუ ბერიკაციც თუ არ მოკვდება ჯერ კარგი იქნება.
This post has been edited by *kamikaze* on 28 Apr 2019, 12:04