ძალიან ბევრ იმ თვისებას ავლენს, რასაც არიას შავ-თეთრ სახლში ასწავლიან
1) ის რომ 11 წლისაა და უამრავი ენა იცის. რას სთხოვენ არიას შავ-თეთრ სახლში? უაქცენტოდ საუბარს უცხო ენებზე.
2) მომაკვდავ ქვენტინს მარტო მისანდეი გაეკარა, იმდენაც ამაზრზენი სანახავი იყო. გაეკარა კიარა, 3 დღე და ღამე გვერდიდან არ მოშორებია და უვლიდა. (შავ-თეთრ სახლში მიღებული სქილები)
3) შეამჩნევ რომ მისანდეი ბარისტანს სულ შეუმჩნევლად ეპარება (V წიგნის ბოლოს). ბარისტანს ვერაფერს გამოაპარებ, მაგრამ ისე გამოდის, რომ ბარისტანს თავი მარტო ჰგონია, რაღაცას ჩაილაპარაკებს და უცბად არსაიდან გაჩენილი მისანდეი მის ჩალაპარაკებას პასუხს სცემს.
4) თუ გახსოვს, დენის გათხოვებამდე, მისანდეი დენის ეუბნება, რომ კედლის კაწვრის და ფხაჭნის ხმა ესმის. შემდეგ, ხაროში ჩასვლისას ქვენტინი ამჩნევს, რომ ვისერიონს კედელი აქვს გამობრდღვნილი ერთ ადგილას და ბუდესავით მოწყობილი. ანუ მისანდეის ისეთი რამეები ესმის, რასაც სხვები ვერ იგებენ.
5) აქვე, მისი ასაკი - თითქოს 11 წლისაა. მაგრამ "უპატრონოც" (waif) პატარა გოგონა ჰგონია არიას, მაგრამ ის რეალურად 36 წლისაა. აი რომ დაფიქრდე, ნაათიდან წამოსვლა მისანდეის მშვენივრად ახსოვს, ანუ სადღაც 6 წლის იქნებოდა და 5 წელიწადში როგორ ისწავლა ეს 15 ენა ისე, რომ აქცენტი არ ეტყობა?
6) აუ, ასევე, როგორ ეშმაკურად ეკითხება ბარისტანს, იუნკაელები სკორპიონებს აგებენ, დრაკონი თუ გამოჩნდაო და ვუი რა გვეშველებაო. სინამდვილეში იმიტომ, რომ ბარისტანს ინფორმაცია გამოსტყუოს, სკორპიონები მართლა შეძლებენ თუარა, რომ დრაკონს რამე დაუშავონ
ნუ, საბოლოოდ გამოდის რომ ბრაავოსის სფაია და ამდენი ხანი გველი ჰყავდა უბეში დენის, და ვერ ხვდებოდა
V წიგნის ბოლოში, ბარისტანის თავებში ჩანს განსაკუთრებით, რომ ვიღაცის სფაია მისანდეი და სქილებს თუ გავითვალისწინებთ,
90% ბრაავოსის უსახოების.