მე უკვე წავიკითხე "ბაბუაწვერას ღვინო" და მინდა დავწერო შთაბეჭდილებები.
იქიდან დავიწყებ, რომ ამ წიგნის წაკითხვა 1 წლის წინ დავაპირე და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მითხრა, წავიკითხე და არ მომეწონა, არ გირჩევ, არც შენ მოგეწონებაო და მეც მომავლისთვის გადავდე. მაგრამ მერე სხვა, ასევე ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა მირჩია წამეკითხა. გამიხარდა კლუბშიც რომ ავირჩიეთ და დავიწყე კითხვა...
ეს ის გრძნობაა, როცა თან გწყინს და თან გიხარია წიგნს პირველად რომ კითხულობ. გული გწყდება, რომ აქამდე არ გქონდა ბედნიერება, წაგეკითხა და ბედნიერი ხარ, რომ პირველად კითხულობ.
იწყებ კითხვას და პირველივე გვერდზე ხვდები, რომ სხვა სამყაროში შეაბიჯე. თითქოს მეც 1928 წლის ზაფხულში მოვხვდი დაგთან და ტომთან ერთდ და გავიცანი საოცარი ადამიანები. ყველა ისტორია არის განსაკუთრებული, თბილი, კეთილი და მართლა არ მყოფნის სიტყვები, იმ ემოციის გადმოსაცემად, რასაც ახლა ვგრძნობ. თან არ მინდა სპოილერი გამომოვიდეს

უცნაურია, რომ ეს წიგნი ბრედბერის რეალისტურ ნაწარმოებად ითვლება. მართალია არაფერი არარეალისტური არ ხდება, ჩემთვის ყველაზე ჯადოსნური წიგნია რაც კი წამიკითხავს.
ძალიან ვეცადე "გამომეზოგა" და ნელ-ნელა წამეკითხა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
მართლა ჯადოსნურ სამყაროში ვიყავი. ოქროსფერ ზაფხულში. მეც მცხელოდა და საოცარი ინტერესით დავბოდიალობდი გვერდიდან-გვერდზე. მეღიმებოდა და ცრემლები მომდიოდა. მწუხარების ცრემლები კი არა, სხვა, საოცარი ამბის მოსმენით გამოწვეული ცრემლები

და უეცრად ზაფხული დამთავრდა.... და გული დამწყდა.
სინამდვილეში არაფერი დამთავრებულა, და არც ოდესმე დამთავრდება. ის რაც წავიკითხე ყოველთვის მემახსოვრება.
მადლობა ამ წიგნის დასახელებისთვის და არჩევისთვის
ჩემ მეგობარს კი მივწერე "დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად ბრედბერის "ბაბუაწვერას ღვინო" წაიკითხე?

)