_ _ _ _ _
ფსევდო-სიყვარული, ფსევდო-სიხარული,
ფსევდო-სიბრალული, ზიზღიც კი ფსევდო,
დგახარ და დგახარ დატუქსულივით
ასე ადვილია შეცნობა?....ენდო....
უფსევდოესი ნაზი მზერები,
ფიქრის სიშტერე, თვალებში ნესტი....
და იფანტები, და იკარგები,
ერთი პაწია მარცვალი ფეტვის...
გამეტებული ძველი პურივით
გამოფიტულან წამები ერთობ...
ღიმილიც გერჩის რაღაცნაირი...
სიკვდილს მაინც შეიძლება ენდო?
ფსევდო რწმენები, ფსევდო-სევდები,
სიცოცხლე უკვე... უხამსი "ჟესტი"...
გიხდება ყოფავ გენიოსმა რომ
გიწოდა "პალატა № 6"....
მაფიქრებს, მაოცებს, მაოგნებს, მთრგუნავს
მიწა, ისევ რომ ტრიალებს ჩვენთვის,
უძლებს მავანთა ფსევდო- ნაბიჯებს
ჯღანვისმაგვარი ღიმილი გეკვრის....
ბევრი გაკიცხავს ჩემს აპათიას
და ვაღიარებ! სულ არ მანაღვლებს
რას ჩურჩულებენ ვიღაცეები...
საკუთარს მიხედონ სულის....სარდაფებს...
ფსევდო სიბრძნეთა ძვირი კონები,
მძლავრთაგან ძლეული მზე..."ევერესტი"....
ო როგორ გშვენის ყოფიერებავ
დამღა "პალატა № 6"....
მიმაგრებული სურათი
If you judge people, you have no time to love them...