განათლებულობა ფრიად რთული დასადგენია.
მარტო წაკითხული წიგნების რაოდენობა, სათაურები და შინაარსი არაფერს წყვეტს, მთავარია, რომ ადამიანს წიგნების გარკვეული მასის წაკითხვის შემდეგ შეეძლოს:
1. არსებული ცოდნის გაანალიზება და წიგნში წაკითხული ამა თუ იმ საკითხის შემდგომი დამუშავება და განვითარება გონებაში
2. ადრე წაკითხულისა და განცდილის მორგება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე და ამით სარგებლობა.
3. საერთო ენის გამონახვა სხვადასხვა განათლების, ინტერესის, ასაკის ხალხთან
4. სასაუბრო და წერილობითი ენის დახვეწა. ტავტოლოგიის ნულამდე დაყვანა

5. იმაზე ფიქრი, რაზეც მასა არ ფიქრობს...დეტალებში ჩაღრმავება და სხვადასხვა დროს წაკითხულ წიგნებს შორის საერთოსა და განსხვავებულის მონახვა.
და ბოლოს ორი ყველაზე მთავარი
6. ცოდნის უშურველად და ადვილად აღქმადი ფორმით გაცემა სხვა ადამიანებზე
7. უფრო ჰუმანური, შემწყნარებელი, კაცთმოყვარე ხასიათის ჩამოყალიბება.
მხოლოდ ასეთ ადამიანს ვუწოდებდი განათლებულს

რაიმე მზა რეცეპტი არ არსებობს. ბევრი უნდა იკითხო და ეს უნდა იყოს შენი შინაგანი მოთხოვნილება და არა თვითმიზანი "არიქა, განათლებული ვიყოო'.
This post has been edited by Solveig on 18 Mar 2016, 15:42
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!