მარგარეტ ეტვუდის "მხევლი წიგნი" - აი ხომ შეიძლება მომავალზე,ან ალტერნატიული რეალობაზე რამე კარგი წავიკითხო,მაგრამ არა!მართალია ალაგ-ალაგ ცოტა კომიკური მეჩვენა,მაგრამ ნერვები მაინც გვარიანად მომეშალა.არ არის ფემინისტური წიგნი,ძლიერი სქესიც არანაკლებ პრესშია.
ტრეისი შევალიეს "გოგონა მარგალიტის საყურით" - მსუბუქი,ზომიერად საინტერესო,დავისვენე...
მერე დელფოსში 40%-ნი ფასდაკლებით მარგალიტის საყურეებიც ვიყიდე,მდინარის მარგალიტებიაო კონსულტანტმა და არ ღირდა ძვირი
ტრუმენ კაპოტეს "ხელის აუკანკალებლად" - საინტერესო,ემოციური,შთამბეჭდავი,ძალიან კარგია
მაგრამ წიგნს კეპოუტი აწერია,თვალში მომხვდა უოშინგთონი,ლივაისები,ესეგვარი ურთიერთობა და ასე შემდეგ...
ცოტა მეხამუშა...
ის გამახსენდა თანამშრომელს რომ სახელი Георгий იუსტიციის სახლში გეორგიიდ ჩაუწერეს.
მერი ჰიგინს კლარკი,ალაფეა ბერკი - "კონკიას მკვლელობა" ისე რა დეტექტივია,მსხვერპლის ადგილზე სულ არ გამოვიდებდი თავს...
ტოპ თრილერებიდან ყველაზე მეტად მაინც "გაუჩინარებული ქალი" და "უცნაური თომასი" მომწონს,"გოგონა მატარებლიდან" კი მხოლოდ იმიტომ რომ მთავარი პერსონაჟი მგავს
This post has been edited by Arien on 21 May 2016, 22:10