პატრიკ როტფუსი_"ქარის სახელი"
აქ ისეთი გამოხმაურებები წვიკითხე, თავიდან რაღაც სხვათაშორის დავიწყე კითხვა.
მერე ჩამითრია.
ცოტა გაწელილად კი წერს. რაც მართალია, მართალია.
ბევრ ისეთ რამეს ყვება, სულ რომ არ დაეწერა, არაფერი დაშავდებოდა.
რაღაც კულმინაციისთვის გვამზადებს მთელი 935 გვერდი.
იმედია, მომდევნო წიგნში მაინც ვეღირსებით ამ კულმინაციას და ეს მეორე წიგნი დროულად გამოვა.
და ავტორი მესამე წიგნს დროულად დაამთავრებს.
P.S. _მე სთრორვოლის უწყლო მიწების ამბავი მინდა...უზარმაზარ გველებზე, ქვიშიდან ვეშაპებივით რომ ამოდიან. მშრალ ადამინებზე, დიუნებში რომ იმალებიან, წყლის ნაცვლად სისხლს რომ სვამენ...
ამ ადგილზე გავმხიარულდი.
მოინდომა პატარა გოგომ ფრემენებზე ზღაპრების მოსმენა.