არა, ვარგა, ვარგა
ერთი, რაც არ მომწონს-ძალიან ბევრ გვერდით ისტორიას ყვება. ისეთს, რაც მგონი არცაა აუცილებელი. რაღაც მომენტში ფიქრობ, რომ ეს წიგნის სამუშაო ვარიანტია, მწერალმა დაწერა ყველაფერი, რაც მოიფიქრა და გამოცემამდე ზედმეტი ისტორიების ამოღება ვერ მოასწრო. ცუდი კი არაფერია ამ ისტორიებში, უბრალოდ, გღლის. ბევრი საკითხავია.
მითუმეტეს, მთავარი საკითხები ძალიან სერიოზულია, სენსიტიური, საფიქრალი:
მამების და შვილების ურთიერთობა;
ოჯახის და საზოგადოების ურთიერთობა;
სტერეოტიპები და სინამდვილე;
ამ სტერეოტიპებს შეწირული ადამიანები;
რატომ ხდებიან მოზარდები მკვლელები;
რა შედეგები მოყვება ბავშვების 'დავერბოვკებას';
როგორ სხვადასხვაგვარად იცავს თავს სხვადასხვა ადამიანი მტკივნეული რეალობისგან;
როგორ მოქმედებს ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში ჩადენილი ერთი საქციელი რაამდენი ადამიანის ცხოვრებაზე რაამხელა დროის განმავლობაში;
როგორი იყო კომუნისტური ორგანიზაცია ამერიკაში შუა წლებში;
როგორ ვერ დაგეგმავ და განკარგავ ყველაფერს;
როგორი ძნელია შვილების აღზრდა და ყველაფრიზ გათვლა-გათვალისწინება
და ბევრი ასე შემდეგ.
ძალიან საინტერესო საკითხებია. აქტუალური. სერიოზული. და ძალიან საინტერესო ანალიზი. ისეთი გარჩევებია, ისეთი პარალელები, ისეთი ფსიქოლოგია. ისეთი პოზიციები-მამის ასეთი, მამის ძმის ასეთი, საზოგადოების ასეთი, სამეზობლოსი ასეთი, ბავშვის ასეთი. მიზეზები. ვარაუდები. მსჯელობები. პასუხები. ძალიან საღი, მრავალმხრივი და საინტერესო. უბრალოდ, რაღაც მოსაზრებას რომ არ ვეთანხმები, ნერვები მეშლება და ვფეთქდები, თორემ წიგნი თავისთავად ღირს წასაკითხად და გულდასმით წასაკითხადაც-თუ ეს საკითხები გაინტერესებს, რასაკვირველია.