''ქარის სახელის'' შესახებ.
ამ წიგნზე იმდენი გავიგე და წავიკითხე, რაღაც ქარიშხალს ველოდი. რო დამეტაკებოდა, სუნთქვას შემიკრავდა, ამიტაცებდა და დამატრიალებდა! ) და მივიღე ნიავი. იმედგაცრუება გარკვეულწილად.
"მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. უნივერსიტეტიდან ისეთ ასაკში გამრიცხეს, სხვები სწავლას რომ იწყებენ. მთვარის შუქზე ისეთ გზებზე მივლია, რომელთაც სხვები მზის სინათლეშიც არ ახსენებენ. მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი."
აი, ამ პათოსითაა გაჟღენთილი მთელი წიგნი. 'მე ვარ რაცხა სასტაული!' და გულზე ხელის ბრაგუნი. პირველ პირში თხრობა ამას ამძაფრებს. ძალიან ტრაბახი. ვფიქრობ, ამფერი ვა-შ-კაცის, The გმირის და რაინდის ამბებს სხვები უნდა ყვებოდნენ. მესამე პირები. ბაქი-ბუქმა დამღალა.
თვითონ გმირი. ჟღალთმიანი და მწვანეთვალება.

ლუბოვნი რომანების 90% ქალებიდან ეგეთია. ოღონდ + ეს ყველაფერში საუკეთესოა. აი, ყველაფერში. სწავლა გინდა, ათვისების უნარი, დამახსოვრების-ოღონდ ყველა მიმართულებით, ქცევა გინდა, სიმღერა, დაკვრა, საჭმლის გაკეთება, ცხენის ამოცნობა და ჯირითი, დიდგვაროვნული მანერები, ორატორობა, მსახიობობა.... გამომრჩა კიდე რაღაცეები. ყველაფერში უმაგრესია. ამისნაირი სტუდენტი უნივერსიტეტს არ ყავს. ამფერი სასტაული. ამფერი ნიჭიერი. და მტრები რო გაიჩინა?! ძაან წონიანი მაგისტრი და ძაან ძალაუფლებიანი სტუდენტი. ისეთი, რომ იმ სტუდენტმა მთელი დუქნები იყიდა, ოღონდ ამ ბიჭს სამუშაოს პოვნაში ხელი შეშლოდა. და ეს რო არ ეპუება და მაინც ებრძვის? ეს ჯიბეგაფხეკილი. და იმარჯვებს კიდეც ჯერჯერობით. ყველა დანარჩენ მაგისტრს ხო ტაციაობა აქვს ამაზე. სხვები რასაც წლებს ანდომებენ, ტიპი დღეებში სწავლობს. უმაღლესად! ხუმრობა საქმე ხო არაა.
მოკლედ, ჩემთვის ძაან გადამტკბარი თუ გადამლაშებული პერსონაჟია. ძაან. ყველაფერში საოცრება, თან ისეთი უმწიკვლო, გოგოებთან მოქცევაც რო არ იცის და ისინი მაინც ამის შეხედვაზე ჯერ გულწასულები ეცემიან და მერე ზედ ადნებიან. ბოჟე
ანუ თვითონ ფენტეზიზე არაფერს ვამბობ. კი ბატონო, ჟანრია ეგეთი და იყვნენ ის დემონებიც, ობობებიც (ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა, ცოტა გავერკვიეთ ავტორს, არ აჯობებდა? ), დრაკუსებიც, ჩანდრიანებიც (აქაც ცოტა მეტი სიცხადე კარგი იქნებოდა), იყოს ჯადოქრობაც-უფრო ნაკლებფანტაზიური და რეალურად მისაღწევი და სასწავლი ჩანს აქ, სხვათა შორის, იყოს ყველა ეს ელემენტი, ესენი არ მაღიზიანებს ნამდვილად. მაღიზიანებს თვითონ გმირი. ძალიან გადამლაშებულად გმირი. ყველა რო აქებს, თვალებში შესციცინებს და ესეც იფერებს. აი რა საცოდავია. აი რა მაგარი იყო, რაები გაიარა, რა პოტენციალის პატრონია და სად ზის-ტრახტირში მედუქნედ/ ანუ რაღაც მოხდა. საშინელება, რამაც მეშვიდე ციდან ამ ტრაქტირში ჩამოაბრეხვა. ოღონდ რა? -ამ ცხრაასი გვერდიდან ეს ვერ გავიგეთ. ჯერ. და ზის ეხლა ეს მწუხარე სახის რაინდი და ბედს მისტირის.
უჟას.
წიგნის წაკითხვამდე წავიკითხე, რომ ქარის სახელი ძალიან გავს ჰარი პოტერს და GOთ-ს. არა მგონია. იქ პერსონაჟები უფრო ბუნებრივები არიან. ადამიანურები. კარგიც აქვთ და ცუდიც. და ასეთი უნივერსალურები არარიან. და ბრძოლებშიც მარტოები არ იქაჩებიან. ეს უფრო ბუნებრივია და მისაღები ჩემთვის.
ხო. თხრობა ძაან გაწელილია. ძაან. მდორე. ამხელა წიგნია და ჩანდრიანებზე მაინც ისევ ცოტა რამ ვიცით, ამ ქოუთს რა დაემართა, იმაზეც, მეფის მკვლელი რა პონტია საერთოდ, ეს მეფე ხუ იზ, და თუ ამაზე არ საუბრობდა ამ წიგნში ავტორი, სახელიც რამე სხვა ტიტულებიდან შეერჩია, არაა? ქოუთის გმირობები ისეა აღწერილი, ფანტაზია რო გინდოდეს, ვერ გამოიყენებ, გადაღეჭილი და დამღლელი დევს უკვე ყველაფერი. ზატო, ქალთა სახეები არაა ასე მკვეთრი. ნაკლებად ჩამოყალიბებული და ნაკლებად გახსნილია. მეტი უნდა იდოს წესით. ასე ვფიქრობ.
მოკლედ, ესაა ჩემი, როგორც საშუალოსტატისტიკური მკითხველის აზრი. მე არც ლიტერატურის მცოდნე ვარ და არც ჟანრის სპეციალისტი, შეიძლება ის, რაც მე არ მომეწონა, ჟანრობრივად ასეც უნდა იყოს, მაგრამ მე არ ვიცი ეს ნორმები და წესები და დავდე უბრალოდ ჩემი შთაბეჭდილება ამ წიგნზე.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სხვადასხვანაირად ღებულობენ ერთ წიგნს მკითხველები, ამიტომ, რომ გაიგოთ თქვენია თუ არა ქარის სახელი, გირჩევთ, წაიკითხოთ ეს წიგნი )))