Ras_al_Ghulრავი, ჯერ მეც ველოდები...
არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ რაღაცნაირად ვითრგუნები კითხვისას. ანუ ვითრგუნები კი არა, აი, რაღაცნაირად რა... ხო. ვითრგუნები. ცუდი წიგნია და იმიტო კი არა. როგორ ვთქვა.
ანუ კითხულობ და ხედავ, ფაქტიურად როგორ სამარდებიან ადამიანები ცოცხლად. მიდიან ამ ციხესიმაგრეში-განაწილებით რა, თავისით იშვიათად-და ვსო. ეს ციხე-სიმაგრე არის სადღაც შორს, ორი დღე უნდა იარო ცხენით კლდეებში, უახლოესი სოფლუშკა, სადაც შეილება გასართობად მიხვიდე, ორი საათის სავალზეა. და გარნიზონიც არცთუ ძაან დიდია. სადაც გაიხედავ-მთები, კლდეები და უდაბნო.
იმ უდაბნოში ერთი სანგარი აქვთ, ფეხით 45 წთ სავალზე, და ესაა მთელი უდაბნოში გასვლა. მეტს.არ მიდიან. და უდაბნო არის ძალიან პირქუში. და დამთრგუნველი. და უსასრულო.
და ეს ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ოფიცრები და ჯარისკაცები მთელ საუკეთესო წლებს და ზოგჯერ ცხოვრებას მოლოდინში ატარებენ. რაღაცის მოლოდინში. რო მოვა უდაბნოდან ურდო, იქნება ომი, იქნება გამარჯვებ და გმირობა. და რო დამარცხდნენ? რო არ იყოს გმირობა? რო იყოს სირცხვილი და სიკვდილი? თან ასწლეულებია, იქიდან არავინ მოსულა-მოჭაჭანებულა.
აი, ამ უაზრო მოლოდინით ცხოვრობს ეს ხალხი. რო რაღაც იქნება. იქნებ იყოს. ამ იქნებ-ში ზოგისთვია 18 წელი გავიდა, ზოგისთვის მეტი. 'დგანან და ელიან, უსაზღვროა მათი მოლოდინი'-თუ როგორაა 'მთანი მაღალნი'? აქაც ეგრე. და ისეთი იმედი აქვთ, რომ ჯერ ყველაფერი წინაა. რომ რა ახალგაზრდები არიან. რომ რამდენი წელია წინ ჯერ კიდევ, ყველაფერი რო მოასწრო-უუუუუჰ!
და ამ დროს ეს დრო ისე სწრაფად გადიიიიის.... სწრაფად და შეუმჩნევლად. რო მოიხედავ და უკვე ფაააფუ წლები...
და ეს მთრგუნავს ალბათ. ცხოვრებაშიც ხო ხშირად ეგრეა-ჯერ ყველაფერი წინაა, აუუუ, რამდენ რამეს მოვასწრებ, აუუუ, აი ის რო მოხდება, აუუუ, აი ეს რო იქნება... და შეილება მთელი ცხოვრება ისე გავიდეს, რო არაფერიც არ მოხდეს, შენ კიდე მომავალს შემყურე დღევანდელი დღით ვერ დადკბე და ვერ შეიშნოვო...
აი ეს მთრგუნავს რა ამ წიგნშიც. დრო, რომელსაც ვერც ამჩნევ, ისე მიდის. და უაზრო მოლოდინი.
ალბათ არაფერიც არ მოხდება წიგნის ბოლოს. ეხლა ვიფიქრე.
აი, რამდენი დაგიწერე