ასაკის ზრდასთან ერთად რა მომწონს იცით?
სხვადასხვა რამეების ახლიდან გადახედვა
ეს სტატია რო წავიკითხე 14 წლის ვიყავი და მაშნ ვაბშე ვერ გამინგრია გული,გამახსენდა პარარელური კლასელი გოგო და პოხუი მეთქი
აკა მორჩილაძე (post #34823867)კარგი რამ არის საცქერლად კვირა საღამოს თბილისის ტოტალიზატორების დარბაზები:ჭერში ტელევიზორები ჰკიდია,იატაკზე ქვითრები ყრია,ძალიან ბვერი თამბაქო იწევა და ასე.
კვირა საღამოსაც ასე იყო,თამაშები ერთმანეთს მიჰყვა და სულ ბოლოს მთლად მილანი და იუვენტუსი ხვდებოდნენ ერთმანეთს.ვინც ფეხბურთს სახლში უყურებს იმათვისაც კარგი საღამო იყო,მანჩესტერული დერბით გაწყობილი.
ოღონდაც რა არის:ჩვენს ქვეყანაში ახლა იმგვარი ვითარებაა,რომ თითქმის ყოველივე რასაც კაცი შეჩვევია,რაც მართლა უყვარს და რითითაც მართლა ერთობოდა,ისვენებდა დაინტერესდებოდა თითქოს გაფერკმთალებულა.თითქოს ფეხბურთს ცალი თვალით უყურებ,მუსიკას ცალი ყურით უსმენ,წიგნსაც უგულოდ გადაფურცლავ და უკიდეგანო ღვინის სმებიც არ შეინიშნება.
ნასწავლი ხალხი მეუბნება,ასე იცის რევოლუციამო.როცა რაღაცა ისეთი მოვლენა ხდება,რაც თავიდან ბოლომდე გაუვლის კაცს ძვალსა და რბილში,მერე იმის ტანიდან და გონებიდან გამოსვლა ჭირსო,და ეს ფიქრი იჭერს მის თავში უპირატეს ადგილსოდრო მოვა და ესე ყველაფერ ძველებურად და ნაჩვევად დადგებაო.
ასეთი ლაპარაკი ჭკუასთან ახლოა,მაგრამ მოთმენა კი ჭირს,ვითარება კი იმგვარია,რომ შენ დიახაც კი გიყვარს მანკუნიანური დერბი და მილანის თამაში,იმიტომ,რომ მართლა ფეხბურთი გიყვარს,ოღონდაც კი,როგორ უნდა ჩაუჯდე ამ თამაშს,ძველებური მუღამით,როცა ქვეყანად,შენს გვერდით,ყოველივე ხდება ხმაურიანი და მძიმე ამბები.იქ მილანში,ჩაცმა-დახურვის და თმის ვარცხნის ქალაქში ნამდვილი ფეხბურთია და ის შენს სახლშიც შემოდის,მაგრამ შენს სახლში ისეთი ამბებია,რომ შიგ გულში გირტყამს და რაღა ფეხბურთი გამოდის/
საქართველოში ყველა ნაბიჯზე ნაღმი ყოფილა.ჩვენ შეგვეძლო,გვყავერობდა რაღაცეები და გვეცხოვრა ამ ნაღმებზე.ახლა განაღმის ამბავში აფეთქებებიც არის და ამიტომ,სწპრედ წინა საღამოს,ტოტალიზატორის დარბაზში მდგომმა დავატვე,რომ ყველაფერი იცვლება.ნაღმებზე არსებული სიყვარული მიდის და ნაღმები რო აღარ იქნება,ალბათ ხელახლა უნდა დაიბადოს ახალი სიყვარულები.ჩემი ჭკუით,ვისაც რა გვიყვარს ბოლომდე არ უნდა შევუშვათ ხელი და ბოლომდე დავებღაუჭოთ.იმიტომ,რომ ამდენ განაღმვაში გულებიც განაღმული დაგვირჩეს.ქვეყანა არ გაინაღმოს,არ იქნება,მაგრამ ჩვენ პატარა რამეები კი უნდა შევინარჩუნოთ,რათა მერე კვლავ იფეთქოს.
ასე ვიფიქრე ტოტალიზატორში,სადაც რატომღაც მეჩვენა,რომ ფეხბურთის ცქერა ხალხს ტვირთად აწვა და ქვითრები,ანუ ფულის შოვნის იმედი რომ არ ყოფილიყო,დარბაზი ცარიელი იქნებოდა.
15.03.2004
ზოადად ჩემი 14 წლის ასაკი,სრული საოცრება იყო,ვარდების რევოლუციაზე ყოველ დღე მამაჩემს დავყვებოდი,მერე დინამომ საოცარი ფეხბურთით ესენგეს თასი მოიგო,მაგ დღეს არაფერი დამავიწყებს,მიშას ინაგურაციაა და ყველა ქალი სახლში ზის ტვსთან და დიდ კაცებს და ბავშვებს ერთი გზა გვაქვს,ვაჟას მეტროსთან ჯეობეთი და ერთ ტოტოს შენობაში იმდენი ხალხი ვუყურებთ დინამოს ვერ ვეტევით,დინამოს გოლებზე იქ დედისტყვნა ხდებოდა რავი :დ
ეს იმედები,ეს 14 წელი და მაგ წელს იყო ყოვლად საოცარი დინამო,რომლისნაირი სილარე და სიდინჯე არ მინახავს არსად,ნემსო და ჯაბა,უეფას ჯგუფი,იქვე ოლიმპიადა და ნაკრების საოცარი სტარტი
ხოდ ეგ სტატია მაგ პერიოდში მეგონა რო აი ძველი თაობის სევდა იყო,მე ყველაფერი მქონდა :დ
გამოხდა ხანი
იანვრის 20.2013 წლის
უკვე 14 წლის რო აღარ ვარ,ჯორი ვარ,სამყაროც ეგეთი ვერ იყო და ზუსტად მაინც ვერ ვიგებ რა ნაღმები ამიფეთქდა,გოგოები?იყვნენ იარეს წავედით წავიდნენ,სუ არ ივყნენ არა,დინამო და ნაკრები ხო,მარა ეგენიც ვერ იყვნენ ის ნაღმები,აიი რაღაც სერიოზული ნაღმი მაინც ვერ ვიპოვე,მაშინ არეული ვიყავი მიზანს ვეძებდი რატო მეცხოვრა
მარა დინამოს დავყვებოდი სუ,კინოს ვუყურებდი,ვკითხულობდი,ყველა დრე თავგადასავალ იყო
და დღს 25მაისი.2022 წლის
დაბადების დღე არ მივულოცე ჩემს ალბათ ყველაზე მაგარ მეგობარ გოგოს,ვიცოდი რო ქონდა,არ მინდოდა რო მომელოცა,კიდე ბევრი რამე უნდა მექნა და საერთოდ არაფერი არ ვქენი
ახლა ვხვდები,აკა იმ პონტს,საქართველოში რო ნაღმები იყო,ურთიერთობებზე კი არ არის,მზოგადად ჩაგვიყარეს ნაღმები,ისეთ ტიპებად გვაქციეს ურთიერთობის სურვილი მოგვიკლეს,ოხ გვიანი შემოდგომა რა კარგი ფილმია
ხოდა ყველა ნაღმი ამიფეთქდა,არანაირი მიზანი,არანაირრი იდე,არაფერი,მოსაწყენია,ყლეობაა
ტეხვს ცხოველი რო ხარ
იქნებ მეც არ ავფეთქებულიყავი იმ ნაღმზე
ეჰ,
This post has been edited by George_Best on 25 May 2022, 06:43