ყველაზე მეტად ,,დიოგენე" მომწონს. არაერთი საინტერესო ავტორი გამაცნო ამ გამომცემლობამ.
დიოგენეს პოლიტიკაც მომწონს, გაყიდვების რაოდენობაზე მეტად,წიგნების ხარისხი ადარდებთ- არ თარგმნიან ეკონომიკურად მომგებიან(ლიბერთინსის მსგავსს) პროექტებს.
ვენდობი მათ თარგმანს, სიახლეების შემოტანას ცდილობენ.კარგი ფასდაკლებები იცოდნენ, სანამ გაუჭირდებოდათ.
,,დიოგენეს ბიბლიოთეკის" ახალი წიგნების ყდებიც მომწონს.
ერთადერთი, არ მომწონს რომ თხელყდიანი წიგნები აქვთ და 2-3 წაკითხვის შემდეგ ყდა ფუჭდება.
სულაკაურის გამომცემლობაც მიყვარს. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც არარეალურ ფასდაკლებებს აკეთებენ (ხდება ხოლმე, იშვიათად, მაგრამ მაინც).
,,მსოფლიო კლასიკის", ,,მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის" და ,,ლიტერატურული ოდისეის" სერიები საინტერესო გამოუვიდათ.
საბავშვო და სასკოლო წიგნებიც, ბევრი გამომცემლობისგან განსხვავებით, კარგი ხარისხისაა.
,,წიგნები ბათუმშის" შორიდან ვეტრფი. მათი წიგნები ბიბლიოთეკაში არ მაქვს, მაგრამ სხვებისგან ვთხოულობ

ყველაზე მეტად კი მაღიზიანებს ,,არეტე" და ,,პალიტრა ელი".
,,არეტეს" საოცარი ფასები აქვს. ,,პალიტრა" კი მხოლოდ ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირდება და ხარისხიც მოიკოჭლებს.
,,50 წიგნის" სერიის წიგნები კი არის სქელყდიანი, მაგრამ ფურცლები თითქმის გაზეთის ფურცლების დონისაა.
თარგმანის ხარისხზე არაფერს ვამბობ.