დღნაჩვი
პრინციპში კი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4303
წევრი No.: 39230
რეგისტრ.: 31-July 07
|
#14837438 · 25 Jul 2009, 03:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხლა აბა დამეხმარეთ ვინმე, ვის წაგიკითხავთ კალიდასას მეგჰადუტა-ღრუბელი მაცნე, გამაგიჟა ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა ( რაოდენ გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს ) , ამ სანსკრიტულ ეპოსზე მითხრა ვეფხისტყაოსნის "ჩონჩხიაო", მაინტერესებს მართლა არის თუ არა რაიმე მსგავსება, ნუ ზოგადად ორივე სიყვარულზე თუ წერს ამას არ ვგულისხმობ, რამე უფრო კონკრეტული... არ არის შენი მათემატიკის მასწავლებელი მართალი. ახლოსაც ვერ მივა კალიდასა რუსთველთან. კალიდასას შესახებ ასეთი ლეგენდაა: მას შეუყვარდა მეფის ასული, რომელსაც სურდა, გაყოლოდა ყველაზე განათლებულ ადამიანს. კალიდასას ეს ქალი უყვარდა, მაგრამ არ იყო ყველაზე მეტად განათლებული. მან თქვა, რადგან არა ვარ ყველაზე მეტად განათლებული და ვერც გავხდები, ყველაზე გულადის სახელს მაინც მოვიხვეჭო. კალიდასამ, თავისი სიმამაცის დასამტკიცებლად, განიზრახა, ღამე გაეთია ქალღმერთ კალეს(მრავალხელება) ტაძარში, რასაც ვერავინ ბედავდა. საღამოს კალიდასა ტაძრამდე მიაცილეს და იქ დატოვეს. პირობისამებრ, მას შუაღამისას მური უნდა წაესვა ქალღმერთის ქანდაკებისათვის. მოემზადა კალიდასა ქალღმერთის ქანდაკებისათვის მურის წასასმელად. ამ დროს მას გამოეცხადა კალე და უთხრა: ოღონდ ნუ შეურაცხმყოფ და ერთ სურვილს შეგისრულებო. კალიდასამ სთხოვა,მინდა ვიყო ყველაზე განათლებული, ბრძენი ადამიანიო. კალემ უთხრა: ამ თხოვნის შესრულება არ სემიძლია, შედი ტაძრის ბიბლიოთეკაში და რამდენი წიგნის გადაფურცვლასაც მოასწრებ დილამდე, რაც იქ წერია, ყველაფერი გეცოდინებაო. კაიდასა მთელი ღამე ფურცლავდა წიგნებს. ის ვერ გახდა ყველაზე მამაცი, მაგრამ შეიძინა ღრმა ცოდნა და მიზანს მიარწია.ასე ხსნიდნენ კალიდასას დიდი ცოდნის საიდუმლოს ინდოელები. * * * ზოშენკო ქართულადაც არის გამოცემული . ძალიან კარგი იუმორისტული მოთხრობები და ნოველები აქვს საბჭოთა სინამდვილიდან. მე მქონდა ეს წიგნი, მაგრამ ვიღაცას ვათხოვე და დავკარგე, 80-იან წლებშია გამოცემული. * * * საკანცელარიო მაღაზიაში წიგნს როგორ იშოვიდი? * * * QUOTE | გამარჯობა ყველას...დამეხმარეთ ერთ საკითხში, 10-11 წლის ბავშვებს ზაფხულსჰი წასაკითხი ლიტერატურა უნდა მივცე და კი მოვიფიქრე საბავშვო რაღაცეები, მაგრამ თქვენც თუ მირჩევთ, გამიხარდება
-------------------- |
1.ოსკარ უაილდი' ბროწეულის სახლი" 2. ნინო ნაკაშიძე "ყველამ მიულოცა" 3.ლემი 'კარიკასა და ვალიას საოცარი თავგადასავალი" 4.ილინი "წიგნის თავგადასავალი" 5. ნოსოვი "არიციას თავგადასავალი" 6. ჯანი როდარი "ჩიპოლინოს თავგადასავალი" და "ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები" 7, გაბრიელა პაჩკა "ლურსმანას თავგადასავალი" 8.ვაჟა -ფშაველას საბავშვო მოთხრობები 9. მარკ ტვენი" ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" 10. დიკენს" დევიდ კოპერფილდი" 11. მონტელუუ "ყვითელი კოდალას ორდერი" 12. ჯონათან სვიფტი "გულივერი" თუ გამომეხმაურებით, კიდევ გირჩევთ საინტერესო წიგნებს, რომლებიც დააინტერესებს და გემოვნებასაც ჩამოუყალიბებს. გირჩევთ, ამ ასაკში მეტი ზღაპრები წააკითხეთ,ნუ მისცემთ უფრო სერიოზულ წიგნებს, თორემ კითხვა შეჯავრდება. მისტვის ჯერ ადრეა ჟიულ ვერნი, მაინ რიდი და ჟეკ ლონდონი. * * * წლის ბავშვისთვის მირჩიეთ საბავშვო წიგნი, რომელსაც თავად წაიკითხავს, უფრო ტომ სოიერის სტილში რაც კი გაგახსენდებათ დიდი სიყვარულით და სითბოთი ყველაფერი დაწერეთ. გმადლობთ წინასწარ თუ რამე თანამედროვეს გაიხსენებთ მთლად უკეთესი
This post has been edited by dian თქვენც იმავეს გირჩევთ, რაც ზემოთ დავპოსტე, რაც შეიძლება მეტი ზღაპრები წააკითხეთ. არსებობს ტომები"მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები". განსაკუთრებით კარგია გერმანული, იტალიური, სპარსული ზღაპრები და ,რა თქმა უნდა, ქართული ხალხური ზღაპრები, თუ ასე მოიქცევით, პირველ ეტაპზე თვითონ წაიკითხავთ და თქვენს შვილს უამბობთ (და არა წაუკითხავთ )ერთი ათი დღე მაინც, თვითონ დაიწყებს კითხვას და წიგნი მუდამ ეყვარება. ენდეთ ჩემს გამოცდილებას. დაიწყეთ ძმები გრიმების კრებულით"გულადი თერძი". (სამტომეული არ აიღოთ, ცუდი თარგმანია)ზღაპარი"პეტრიკა და პეტრიკელა" და" ჯუფას ზღაპრები" * * *
QUOTE | ომ არ იცით ვინმემ არის თუ არა ჰიტლერის mein kampf და მარქსის კაპიტალი ქართუად ნათარგმნი? და სად შეიძლება ვნახო, თუნდაც ინგლისურადიდეოლოგიებმა გამიტაცა ამ ბოლო დრო |
" "mein kampf" ხშირად მინახავს ვაგზალზე და დინამოსთან ყიდიან, თხელი ყდითაა, ჰიტლერი ახატია. * * * QUOTE | კონან დოილის Белый Отряд ან აივენჰო ან რამე მაგვარი შუა საუკუნეებზე რო იყოს და თან სათავგადასავლო, ოღონდ "დედოფალი მარგო"-ს ნაირი არაუფრო "ექშენი"მირჩიეთ რა რამე წიგნი ასეთი |
მე მგონი მოგეწონება: 1."გუსტავ ფლობერის"სალამბო* ,2.პროსპერ მერიმეს"შარლ IX -ის მეფობის ქრონიკა", 3.ჰაინრიხ მანის 'მეფე ანრი IV ნავარელი". 4.დანიელ დეფოს"მოლ ფლენდერსი" 5. რაიდერ ჰაგარდის "მონტესუმას ასული" * * *
QUOTE | მაინტერესებს ტუ იცით ვისია "წუხელის ბიცჰი დაბადებულა"? ავტორი მითხარით, დაწერას არ გთხოვთ მეთვითონ მოვძებნი. წინასწარ გიხდით მადლობას |
მახარობელი ანზორ აბულაშვილი
წუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი! წუხელის ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე, შენ – ორგულობავ, აბა გაბედე და გული ჩვენი ისევე კორტნე. წუხელის შოთაც დაბადებულა, დაბადებულა თურმე დემეტრე, განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის რა სიხარული გამოიმეტე!
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო ყველა გმირმა და თავდადებულმა, დაბადებულა თურმე ვახტანგი, წუხელ დემეტრე დაბადებულა. საქართველოს ცა, ისეც მაღალი, უფრორე მეტად ამაღლებულა, დაბადებულა მთვარე-გიორგი, თურმე ილია დაბადებულა!
წუხელის მტერი – ერთპირად ჩვენი მოსპობის მდომი – დადარდებულა; დაბადებულა თურმე სულხანი, გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა. დაბადებულა ბიჭი პაატა. გათენებულა წუხელის თეთრად: დაბადებულა სამასი გმირი, ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად!
წუხელის გოგოც დაბადებულა, ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი, ისეთი გოგო დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე თამარი. დაბადებულა წუხელის ნინო და ქეთევანი დაბადებულა. ის ბნელი ღამე თურმე უეცრად ღვთიურის ნათლით განათლებულა.
ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი ახდენილა და გამართლებულა: დაბადებულა თურმე ნესტანი და თინათინი დაბადებულა. და გიხაროდენ! ქართველთა შორის ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა და ერთიანი, ნანატრი დროის, ქართლი ხელახლა დაბადებულა! * * *
QUOTE | მაგრამ რომ ვერ ვნახე?
lib.ge-ს გარდა სხვაგან სად შეიძლება ვნახო? და კიდევ მერაბ კოსტავას ლექსები მაინტერესებს თუ იცით?
.. |
შოთა ნიშნიანიძე სახუმარო
ორშაბათს გოგონა გავიცანი, გოგონა ნახატი ყალმისანი, მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი. ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი, ჩემი გასაჭირი ავუხსენი, ჩემი ეჭვები და იმედები. პარასკევს პასუხი მომივიდა, ვაიმე, ბედო უკეთურო! დაბერებულხარო გნოლივითა, ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო. თეთრად გავათენე პარასკევი, ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე, თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი. ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე. მოვიდა მეორე ორშაბათი, ისევ შემეფეთა ის უღმერთო, ელვამ დამიარა კოჭებამდი, დილამშვიდობისას გისურვებთო. მე ახლა თავის მომკვლელი ვარ? უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს, მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ, ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.
• • •
ღმერთია ჩემი მწყალობელი, მე კი იმ უღმერთოს მგალობელი. * * * აბო თბილელი Xომ გახსოვთ მაინტერესებს მისი წარმოშობა მახსოვს რომ არაბი იყო?!;)
აბო თბილელი არაბი იყო, ცხოვრობდა VIII საუკუნეში(764-786 წ.წ.) იგი ქართლში ჩამოიყვანა ნერსე ერისმთავარმა, რომელიც სტუმრად მიიწვია, შემდეგ კი ბოროტი ხალხის დასმენის საფუძველზე დაატუსაღა ხალიფა მანსურ-აბდილამ(სამართლიანმა). აბო ნერსეს ემსახურებოდა ციხეში. მისგან გაეცნო ქრისტიანობას და გულით შეიყვარა იესო მაცხოვარი. ხალიფა აბდილას გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი მემკვიდრე მაჰდი, რომელმაც სამწლიანი ტყვეობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლა ნერსე და ქართლში გამოუშვა ერისმთავრად. ქრისტეს სიყვარულის გამო ნერსეს მსახურად დაუდგა აბო და ქართლში გამოჰყვა.მაშინ იგი 17-18 წლის ჭაბუკი იყო. აბომ დატოვა მშობლები, და-ძმები, ქონება. იგი ,პროფესიით ,მენელსაცხებლე იყო, იცოდა არაბული დამწერლობა .ქართლში აბო ნერსეს ოჯახში ცხოვრობდა, მალე ისწავლა ქათულად მეტყველება, წერა-კითხვა. ჩაუღრმავდა სასულიერო ლიტერატურას. იგი ქრისტიანული ცხოვრების წესს მისდევდა.ნერსე განაგრძობდა არაბების წინააღმდეგ ბრძოლას, რის გამოც იძულებული გახდა, გაქცეულიყო ჩრდილოეთ კავკასიაში, ხაზარეთში. აბოც თან ახლდა . აბო ხაზარეთში ქრისტიანად მოინათლა,შემდეგ აფხაზეთს შეაფარეს თავი. ქართლის ერისთავად მაჰდიმ ნერსეს ძმისშვილი - სტეფანოს გურგენისძე დანიშნა. მისი დახმარებით ნერსე ,ამალასთან ერთად, ქართლში დაბრუნდა. აბო უკვე არ მალავდა თავი ქრისტიანობას და არაბთა გულისწყრომას იწვევდა. სამი წელი ასე იცხოვრა, შემდეგ კი სხვა არაბებსაც მოუწოდებდა გაქრისტიანებისაკენ, რაც არ აპატიეს. 9 დღე ჰყავდათ საპატიმროში, მაგრამ მისი რწმენა ვერ შეარყიეს. მეათე დღეს ამირას სასახლეში(დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტეტრიტირიაზე) მიიყვანეს, ვერც ამირამ შესძლო აბოს გადაბირება და მისი მოკვლის ბრძანება გასცა. აბო სასახლის ეზოში თავი მოჰკვეთეს, გვამი მტკვრის გაღმა, სასაფლაოზე, წაიღეს(მეტეხის ტაძართან) და დაწვეს. ცხვრის ტყავში გახვეული ძვლები კი მტკვარში გადააგდეს. ეს მოხდა 786 წლის 6(19) იანვარს. პარასკევს, ნათლისღების დღესასწაულზე. აბო თბილისის მფარველი წმინდანია, ჩემი ანგარიშით, იგი 4-5 წლით უმცროსი იყო გრიგოლ ხანძთელზე. სხვათა შორის, ორივე წმინდანი ნერსე ერისთავის აღზრდილია. აბოს სესახებ მოთხრობა აქვს დაწერილი ნოდარ წულეისკირს-"აბოს ცხოვრების 10 დღე". * * * მურმან ლებანიძე * * *
მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა... უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბალღობის გზავ.
გზად სტუდენტობა იჩქარის, მძებნელი მზის და გზის. სად არის ახლა ის ქალი?! ალბათ, აკვანთან ზის.
იქნებ რუსთავი არჩია, იქნებ სამგორშიც ჰქრის. იქნება ისევ ბავშვია, თვალებიც შერჩა შვლის.
და ელანდება დამწველი კვლავ სტუდენტობის გზა - მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა.
1951
* * * მურმან ლებანიძე * * *
მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა... უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბალღობის გზავ.
გზად სტუდენტობა იჩქარის, მძებნელი მზის და გზის. სად არის ახლა ის ქალი?! ალბათ, აკვანთან ზის.
იქნებ რუსთავი არჩია, იქნებ სამგორშიც ჰქრის. იქნება ისევ ბავშვია, თვალებიც შერჩა შვლის.
და ელანდება დამწველი კვლავ სტუდენტობის გზა - მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა.
1951
* * * თინათინ მღვდლიაშვილი
დავით მეფეს
აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება ყალყზე შემდგარი რაშით! გული გაიმაგრე, გული გაიმაგრე, გული გაიმაგრე, დავით!
რა დაგვიტოვე, და რას გახვედრებთ, რით მოვიწონოთ თავი? ვერ ვიდავითეთ, ვერ ვითამარეთ, ვერ ვიდიდგორეთ, დავით!
მიწა გაგვიყიდეს, ხორცი დაგვიფლითეს, გული ამოგგვგლიჯეს ტანჯვით! გარეჯს გვიფეთქებენ, რუსთველს გვიგინებენ, სულში გვაფურთხებენ, დავით!
გადამთიელები, უცხოტომელები, ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით! გადამიარეთო! - ასე დაგვიბარე, გადაგვიარეს, დავით!
ვერ დავიცავით სრულიად საქართველო, ვერ მოვუფრთხილდით წამით! ხმალი დაგვიჟანგდა, სისხლი გაგვიწყალდა, დავპატარავდით, დავით!
მტერმაც გვლეწა და ერთურთიც ვლეწეთ, ვლეწეთ დღისით და ღამით! ტაოს მივტირით, ჰერეთს მივტირით, სამცხეს მივტირით დავით!
კვნესის საქართველო, შენი საქართველო, გულში დაჭრილია ხარი! მუხლი მაგარი აქვს, არ დაიჩოქებს, ნუ გეშინია, დავით!
თბილისი მაინც ისევ თბილისობს, გელათი ისევ ყვავის! იბადებიან დღესაც ლეკვები, სადიდგორენი დავით!
მეფედ შენ გვსურხარ, შენ გვიპატრონე, შენი ხმლითა და ფარით! სხვა ღმერთს არა ვცნობთ! სხვა ხატს არა ვცნობთ! სხვა კაცს არა ვცნობთ დავით!
აღმაშენებელო, თბილისს შემობრძანდი, თეთრი გიორგის მადლით! მუმლი მუხასაო! მუმლი მუხასაო! მუმლი მუხასაო! დავით!
1989 წ.
--------------------
и однажды утpом, воспользовавшись моим отсутствием, ушла неожиданно, как делают служанки, нашедшие себе лучшее место.
|