ბარაბა, სული დაგიხრა ეჭვმა
შენც შავეთისკენ მიემგზავრები
გტანჯავს მარადი სინდისის ქენჯნა,
ვით ელიაჰუს ნაიარევი.
ბარაბა! - რისხვით გიხმობს გრიგალი
ბარაბა! - მეხი ჩამოტეხს ცის პირს.
სად არის ახლა ნეტავ ის ქალი?
ქალი, რომელიც მორჩილად გიცდის.
ქალის საყდარი და ქალი-სახლი,
ქალი-ნუგეში, ქალი-იმედი,
ქალი, რომელსაც სავსე აქვს ნაღვლით
თვალები, შენი მომლოდინენი.
შენ შეგაჩვენა ჩასახვის წინვე
შეუქცევადმა ჯადოსნურ ძალამ.
ბარაბა! მიხვალ და მხრებს გიმძიმებს
მიუტევები ცოდვების გალა.
ბარაბა, მტკივხარ და მებრალები
მინდა ვილოცო, რომ სული გიხსნა;
მე ურწმუნობას დამაბრალებენ,
ვერ ავიცილებ მავანთა რისხვას.
არ მაქვს სურვილი აწ გადარჩენის,
როგორც ისრიმში დასეტყვილ მტევანს;
ჩემვის შენდობა არის სასჯელი,
მეც შენი სულის და ხორცის მტე ვარ.
ჭეშმარიტებს უნდა მიგნება,
მოდი, ავავსოთ თასი პირთამდის,
ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ არ ვიქნებით
სხვისი ჯვრისა და ცოდვის მტვირთავი.
მაგ უკუღმართი გზებით ნუ ივლი,
გამოაბიჯე სამიჯნე-სამანს,
მე მესმის შენი სული კივილი,
გაგიგებ როგორც ძმას ანდა მამას.
როგორც გენებოს ისე მიწოდე,
გინდ ძმა დამარქვი, გინდ მეგობარი.
ბარაბა, ოღონდ სული გიცხონდეს ,
ვთქვათ ერთმანეთის შესანდობარი
ეს ვისი "ბარაბაა"
* * *
ამირან ღოღაძეო
გმადლობთ

...............