გადმოვიტან აქ.
ის საიტი როდის წაიქცევა კაცმა არ იცის და შთამომავლობამ არ დაკარგოს ღირებული პოეზია :O
ავტორი: კაატინგა
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2008
აშხაბადური
გაივლის დრო
და შენი გულისთვის
რამდენიმე თაობის ქალები
შეალეწენ ერთმანეთს მკერდებს,
აღარ იქნება მოსვენება, მხოლოდ ომები...
შენ კი იქნები ფაშასავით ფეხებმორთხმული,
მომლოდინე იმ ერთადერთისა,
ვისაც ყველაზე მაგარი მკერდი ექნება.
და მოვა იგი, გამარჯვებული,
შენს ფეხრთით დაიჩოქებს,
დაგაყრის დალალებს პაჭუა ფეხის თითებზე,
და შემოგთავაზებს საკუთარ ნაგვემ სხეულს,
შენთვის ნატანჯს და იავარქმნილს.
და შენ ამაყი,
ორი თითით აუწევ ნიკაპს და ეტყვი,
გადი გამეცალე,
მე გეი ვარ.
ავტორი: კაატინგა
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2008
ჯომოლუნგმა
ნაღვლიანი თვალებით
რად გადმოჰყურებ ქვეყნიერებას
მოგწყინდა განა?!
ასე მაღალი რომ არ იყო მოგეფერებოდი
სველ, ცივ თავზე და გეტყოდი:
დაიხურე რამე, მენინგიტი არ დაგემართოს
სულლო
ავტორი: კაატინგა
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2008
თავადიშვილს!
ფეხისგულები გეფხანება
დიადო ზეცავ?
მოაფხანინე ვინმე ყარიბს
თვალებს ვჭუტ ბეცად
აუ აქ კიდე ბევრი ასეთი მეწერა მარა წამიშალეს
Ezekia