წელს ნაყოფიერად ვივაჭრე, მთელი წლის საკითხავი მოვიმარაგე (მეტისა თუ არა):
"დიოგენესთან" - იუნგი, გოლი თარაყი და ალენ ვანიე.
"ინტელექტთან" - მარკესის "გენერალი თავის ლაბირინთში" და "მიგელ ლიტინის თავგადასავალი" (მთარგმნელის ავტოგრაფებით

)
"ბათუმელებთან" - დოვლატოვი
"სულაკაურთან" - კორტასარის პირველი ტომი, "რიტუალები"
ქარჩხაძესთან - ნატო დავითაშვილის ახალი (ავტორის ხელმოწერით

)
"პეგასის" განდის ილუსტრირებული ბიოგრაფია მაჩუქეს.
saba.com-ზე:
მორიაკის "გარდასულ დღეთა ყრმობა"
კუნდერას "სალაღობო ტრფობანი"
სტაინბეკის "ქრიზანთემები"; "თაგვებსა და ადამიანებზე"
ჰესეს "ზიდჰარტა"
ალან უოტსის "აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა"
არჩილ ქიქოძის "სამხრეთული სპილო"
ბერდიაევის "თვითმკვლელობის შესახებ"
რომენ გარის "ევროპული აღზრდა"
ბორგენის "ნოველები სიყვარულზე"
ნილ გეიმანის "ამერიკელი ღმერთები"
ბრუნო შლცის "დარიჩინის ქულბაქები"
გული დამწყდა, რომ საოცარი საცობების გამო მირჩა ელიადეს "დაბრუნების მითს" და ბერტრან რასელის "ახალი დროის ფილოსოფიას" ვერ მივაგენი. ხოლო ოჩოსთან კაფკა და დოსტოევსკი ვერ ვიყიდე. დღეს თუ გავალ, ამათაც დავუმატებ.
ხოდა, რა მაწუხებს:
1. როდის წავიკითხო ეს ყველაფერი?
2. რა ვჭამო თვის ბოლომდე? (გარდა საკუთარი სევდისა, ვინაიდან ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ სევდიანი იქნები, აბა რა იქნები)
3. როდის გამიკეთებს მამაჩემი წიგნების შეპირებულ თაროს?
გმადლობთ. ნახვამდის.
This post has been edited by სერაფიტი on 28 May 2017, 14:31
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?