ეს "კატალოგი" არის მაიმუნობა. ისიც კი ვერ ისწავლეს რომ სურათები დადონ რომ მნახველისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი იყოს მაგრამ მაგას რა უჭირს ტიპემა უბრალოდ ანბანის მიხედვით ჩამოარაკრაკეს წიგნები. მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურაც კი არ გაყვეს ერთმანეთისგან. ჯანდაბას ავტორების მიხედვით მაინც ჩამოეწერათ ეგეც კი არ ქნეს
იმენა ტფუი. ასეთს აგორა და არეტეც კი არ კადრულობს.
ინტელექტი
სამი დღის განმავლობაში, 22, 23, და 24 დეკემბერს, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გიწვევთ ღონისძიებაზე – „სტენდის მასპინძელი“, სადაც შეხვდებით ჩვენს ავტორებს, მთარგმნელებსა და მკითხველებს ჩვენს სტენდთან, მიიღებთ წიგნებს მათი ავტოგრაფითა და რეკომენდაციებით ახალ და საინტერესო გამოცემებზე.
პარასკევი, 22 დეკემბერი, 14:00 საათი – ნინო სადღობელაშვილი
პარასკევი, 22 დეკემბერი, 16:00 საათი – სოსო მეშველიანი
შაბათი, 23 დეკემბერი, 12:00 საათი – სალომე ლიპარტია
შაბათი, 23 დეკემბერი, 14:00 საათი – ლევან ღამბაშიძე
შაბათი, 23 დეკემბერი, 16:00 საათი – გიორგი შონია
კვირა, 24 დეკემბერი, 12:00 საათი – გიორგი არაბული
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!
This post has been edited by 4L3X on 18 Dec 2017, 13:06