გამომცემლობა „ინტელექტი" იწყებს ახალ და ძალიან მაგარ სერიას – „აკრძალული წიგნების თარო“!
ერთდროულად სამი ლიტერატურული შედევრი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე:
▪ მაია ენჯელოუ – „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ (ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა / Ani Kopaliani);
▪ მარიო ვარგას ლიოსა – „ქალაქი და ძაღლები“ (ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ / Lana Kalandia);
▪ ელის უოკერი – „იისფერი“ (ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ);
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წიგნის აკრძალვის განსხვავებული პრაქტიკა არსებობს: ცენზურა, პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური, მორალური და ძალიან იშვიათად კომერციული მოტივებით აკრძალვის შემთხვევებიც კი. აკრძალულ წიგნებში მოიაზრება როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე რომანები, ლექსები, პიესები, დოკუმენტური პროზის ნიმუშები. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნი, რომელიც ერთ ქვეყანაშია აკრძალული, მეორე ქვეყნისთვის შესაძლოა სავსებით მისაღები იყოს.
სერიის ავტორი: გვანცა ჯობავა / Gvantsa Jobava
სერიის რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia
სერიის დიზაინი: თეონა ჭანიშვილისა / Teona Chanishvili
დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე / Lika Skhirtladze
⭕ 25 მაისიდან – მოიკითხეთ გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდთან!