პირველ რიგში ის, რომ 2 წლის გამომცემლობა მაქვს, ქართველი ავტორების 15 წიგნი გამოვეცი და ერთადერთი იყო, რომელიც პირველი ტირაჟი 500-ს იყო. სხვა არცერთი, 1000 ცალზე ნაკლები არ მქონია. მათგან არცერთს არ დასჭირვებია 1 წელზე მეტი დრო ამოსაწურად.
გამოდის, რომ ყველა ჩემი ავტორი ბესტსელერებშია, თუ ასეა, ამას მხოლოდ მე არ უნდა ვამბობდე

დანარჩენს რაც შეეხება, სალომე ბენიძის "ქალაქი წყალზე" სრულ 16 თვეში 8000 ცალი გაიყიდა და და უკვე 4 თვეა აღარაა მაღაზიებში, ახლა დამატებით 2000 ცალი დაიბეჭდა და მალე გავა განმეორებით გაყიდვაში.
ზურა აბაშიძის "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი" გამოსვლიდან ერთ კვირაში 600 ცალი გაიყიდა, გიორგი კეკელიძის "ორი თავგადასავალი" პირველი ტირაჟი 3000 იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
ხოდა ეს "ბესტსელერად დასახელდა" რაღაც გამოუსადეგარი სიტყვები მგონია, ყველაფერს რომ მოერგება
ერთადერთი სტატისტიკური კვლევა ჩატარდა ქვეყანაში და ისიც ძალიან ზედაპირული, ინტერვიუერებიც და რესპოდენტებიც გაქცევაზე იყვნენე და საბუთების მიხედვით არაფერი გაკეთებულა.
ხოდა, რამდენი ადამიანიც იქნება, იმდენი "ბესტსელერი" გამოიჩეკება - გურჯისტან!
Thank you oh lord. For the white blind light.