
23-დან 25 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ დღე 11:00-დან 20:00 საათამდე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ტრადიციულად თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდზე განსაკუთრებული ფასდაკლება და საგანგებოდ ფესტივაისთვის გამოცემული ახალი წიგნები გელოდებათ. ფესტივალის სხვადასხვა საპრეზენტაციო სივრცეში კი საინტერესო პროგრამით წარვდგებით.
გთავაზობთ ჩვენი ღონისძიებების დეტალურ პროგრამას:
23 დეკემბერი:
14:00-14:30 – გაბრიელ გარსია მარკესის წიგნის „მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში“ (მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი) წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“, (მთავარი სცენა);
18:00-18:30 – ჰერმან ჰესესა და თომას მანის „პირადი მიმოწერის“ (მთარგმნელები: ნატალია ნადირაშვილი, ეკატერინე რაისნერი) წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“, ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია „ლიტ.გე“, (მთავარი სცენა);
19:00-19:30 – რუსუდან რუხაძის მოთხრობების კრებულის „ერთი თქვენგანი გამცემს“ წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“, (მთავარი სცენა);
24 დეკემბერი
12:00-12:30 – ანა კაზალისის ხმოვანი წიგნის „I Speak English" (მთარგმნელი: გვანცა ჯობავა) წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“, (საბავშვო კუთხე);
13:30-14:00 – ვახტანგ ჯავახაძის პოეტური კრებულის „ელეგია და სხვა“ წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“, (მთავარი სცენა);
16:30-17:00 – ოლდოს ჰაქსლის წიგნის „დრო უნდა ჩერდებოდეს“ (მთარგმნელი: თაკო ჭილაძე) წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“, (მთავარი სცენა);
25 დეკემბერი
13:00-13:30 – ცირა ყურაშვილის მოთხრობების კრებულის „ჟამსა
თამაშობისასა“ და წერილებისა და ესეების კრებულის „ვინ გაიტანს თეფშებს“ წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“, (მთავარი სცენა);
13:00-14:00 – გვანცა ჯობავას საჯარო ლექცია „რა ღირს წიგნი?!“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, (ღვინის კლუბის დარბაზი);
14:30-15:00 – ტორესა მოსის ახალი რომანის „როგორ დაიწვა ისტორია“ წარდგინება, გამომცემლობა „ინტელექტი“, (მთავარი სცენა);
16:00-17:00 – ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია „ლიტერატურა და ეპატაჟი“, გამომცემლობა „ინტელექტის“ მკითხველთა კლუბი, (ღვინის კლუბის დარბაზი);
17:00-17:30 – „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ წლის ბესტსელერების დაჯილდოება, გამომცემლობა „ინტელექტი“, გამომცემლობა „არტანუჯი“, (მთავარი სცენა);

23-25 დეკემბერს გამომცემლობა „არტანუჯი“ გიწვევთ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.
„არტანუჯის“ სტენდზე ჩვენი გამომცემლობის წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი.
გთავაზობთ გამომცემლობა „არტანუჯის“ ღონისძიებებს, რომელიც ფესტივალის ფარგლებში გაიმართება:
24 დეკემბერი
16:00-18:00 – შეხვედრა მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილთან, ავტოგრაფების დარიგება, გამომცემლობა „არტანუჯის“ სტენდთან;
18:00-18:30 – წიგნის „აზრები – ჰომეროსიდან ვუდი ალენამდე“ პრეზენტაცია (შემდგენელი: ალექსანდრე ქურხული), გამომცემლობა „არტანუჯი“, (მთავარი სცენა);
25 დეკემბერი
13:00-13:30 – Katy & Acho-ს კულინარიული წიგნის „კულინარია ჰობად“ წარდგინება, გამომცემლობა „არტანუჯი“, (მთავარი სცენა);
17:00-17:30 – „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ წლის ბესტსელერების დაჯილდოება, გამომცემლობა „ინტელექტი“, გამომცემლობა „არტანუჯი“, (მთავარი სცენა);
მისამართი: ლადო გუდიაშვილის 7, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი.
This post has been edited by 4L3X on 14 Dec 2016, 16:09