_Pablo_ეს პერიოდი რაღაც მოსული ვარ დუხზე, მერე ისევ ჩავკვდები.
მოუსთ აქტივის ხსენება კი იკრძალება მარა, მინდოდა 50%-ზე ქვემოთ ჩამოსულიყო ჩემი პოლიტგანყური პოსტები
მაგრამ მომკლეს!!!
წერო ყველას გკიდიათ?
4 კ არაა ცუდი კუში.
http://lit.ge/tsero/ფარმაცევტული კომპანია GPC და ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია lit.ge გთავაზობთ ლიტერატურულ კონკურსს „წერო“.
კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
კონკურსის წესები და პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, lit.ge-ზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილეობის მსურველმა lit.ge-ზე, კონკურსის გვერდზე უნდა განათავსოს 5-10 გვერდის მოცულობის ნებისმიერი თემატიკის და ჟანრის დასრულებული პროზაული ნაწარმოები. კონკურსანტმა ნაწარმოებს უნდა დაურთოს მცირე ანოტაცია. საკონკურსო ნაწარმოები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ბეჭდვით გამოცემებში ან ინტერნეტ-სივრცეში.
ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაწარმოები.
ავტორის ვინაობა აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შესაბამის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები არ მიიღება. კონკურსის მიმდინარეობისას, ავტორის ვინაობა იქნება დაფარული.
საკონკურსო ნაწარმოებებს კონკურსის პირველ ეტაპზე შეაფასებს კონკურსის ჟიური, ხოლო მეორე ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეულ ნაწარმოებებს შორის გამარჯვებულები გამოვლინდება მკითხველთა შეფასებების საფუძველზე (არ იგულისხმება ფეისბუქის ლაიქები).
ნაწარმოებების გამოქვეყნების ვადაა 24 ნოემბრის ჩათვლით. მეორე ეტაპზე გადასულ ნაწარმოებებს ჟიური გამოავლენს 28 ნოემბერს. მკითხველებს ნაწარმოებების შეფასება შეეძლებათ 13 დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებული ნაწარმოებები დასახელდება 14 დეკემბერს, დაჯილდოების ცერემონიალზე, მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. 13).
პირველი პრემია: ლიტერატურული პრემია „წერო“ და 4000 ლარი
მეორე პრემია: 2000 ლარი
მესამე პრემია: 1000 ლარი
ასევე, ჟიური დააჯილდოებს თავის რჩეულ ნაწარმოებს.
დასაჩუქრდებიან ყველაზე აქტიური მკითხველებიც (ნაწარმოებების შესახებ კომენტარების მიხედვით).
გისურვებთ წარმატებას
Adurშენ კიდე ალტერი.
This post has been edited by kaatinga on 15 Nov 2016, 20:59