ერუმ გისმინოს...და პალიტრას გამომცემლობამ!!!
* * *
ერთი უცნაური კითხვა დამებადა-პირველად რომ გაიღვიძეს ელფებმა,დედიშობილანი იყვნენ თუ შემოსილნი გამოფხიზლდნენ?(სილმარილიონში არაა მითითებული,ეგებ სხვა წყაროშია ნახსენები).
ვალარნი შემოსილნი მოევლინენ არდას,პირველშობილთა იერით,ოღონდ უფრო დიადნი და ბრწყინვალენი...
ოდეს იხდიან სამოსს,თვალთაგან უჩინარნი ხდებიან...
სავარაუდოდ ელფებიც მსუბუქად ჩაცმულნი იყვნენ გაღვიძების ჟამს,რადგან როგორც ჩანს ისინი თავიდანვე ჩამოყალიბებულნი იყვნენ კეთილისა და ბოროტის შეცნობაში.
თან ორივე სქესი ერთდროულად გაჩნდა,ნეკნებისა და მენჯის ძვლების გარეშე,შესაბამისად სირცხვილის,მორიდებისა და კდემამოსილების გრძნობაც დაიბადებოდა საპირისპირო სქესთან მიმართებაში,ისინი ხომ ფიზიკურად ადამიანებს გვანან...თუ არ ჩავთვლით აწკვიტინებულ ყურებს!

მათი სამოსის,აღჭურვილობის,იარაღის...ყოველგვარი ნივთის შემდგომი დახვეწა აულესთან ურთიერთობამ და თანდაყოლილმა ნიჭმა და სიბრძნემ ჩამოაყალიბა,თუმცა ის ვერსიაც არაა რეალობას მოკლებული რომ დედიშობილანი გაჩნდნენ-ორომეს გამოჩენამდე კარგა ხანს ცხოვრობდნენ ქუივიენენში,უმზე-მთვარეო არდაში საკმაო სიგრილე იქნებოდა და თანდაყოლილი სიბრძნე-გამომგონებლობით დაჯილდოებული ელფები თავადვე შექმნიდნენ საბურველს სხეულისად,რათა დაეფარათ სიშიშვლე და დაეცვათ სხეული ზიანისაგან.
და კიდევ-როგორც ცნობილია მამაკაც ელფებს სახეზე თმა არ ეზრდებათ...კირდანი მუტაციის შედეგია?
ედაინთა მოსვლის შემდეგ რომ დაბადებულიყო,იეჭვებდა კაცი მის ადამიანურ წარმომავლობაზე და იდუმალ ატან წინაპრებზე,მაგრამ მანამდე დაიბადა...