#62386420 · 6 Dec 2025, 16:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kaiser Soze კარგია ესე ადრეულ ასაკში თუ გაეცანი კლასიკას, მაგრამ რადგან შენ მოგეწონა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თინეიჯერებს მოეწონებათ.
მე არ შემხვედრია 12-15წლამდე ახალგაზრდობა, რომლებიც ბალზაკს დიდი სიამოვნებით კითხულობენ და სტატისტიკაც მაგას მეტყველებს თუ მოვიძიებთ ინფორმაციას.
7წლის ასაკში წავიკითხე პირველი წიგნი დამოუკიდებლად და ეგ იყო ლურსმანა, შემდეგ ზღაპრების კითხვა მიყვარდა, სადღაც 8-9 წლის ასაკში ეგნატეს ნინოშვილის წიგნები წავიკითხე რადგან მეზობელმა ეგ წიგნები მირჩია :დ ასევე მაგ პერიოდში რადგან უდენობა იყო ზამთარში დროის გასაყვანად ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე საფეხბურთო წიგნები- პელეზე, გარინჩაზე და ა.შ. დოსტოევსკი 12 წლის ასაკში წავიკითხე, მაგრამ ვერც ვერაფერი გავიგე და არც მომეწონა. ბალზაკი 20 ვიყავი და არ მომეწონა და ახლაც არ მომწონს.
|