
თარხან გასვიანი "მორალის გარეშე"
წიგნი დღიურის ტიპისაა, რომელიც პირველ პირში მოგვითხრობს არც ისე უბრალო ბიჭის, ნამდვილ ამბავზე დაყრდნობილ ისტორიას, რომელიც ცდილობს იყოს ბედნიერი და ამისთვის არასწორ გზას ირჩევს, რომელიც მისი და ზოგადად საქართველოს და მსოფლიოს უახლესი ისტორიის აპოკალიფსთან გათანაბრებული ჭირია. წიგნი მარტივი, იუმორისტული ენითაა დაწერილი, იკითხება ადვილად.
წიგნში იხილავთ ისტორიებს სიყვარულზე, ნარკოტიკზე, სექსზე, უბრალო ოთხფეხა ძაღლზე და ნიღაბ აფარებულ საზოგადოებაზე, სხვადასხვა სახის ნიღბებზე, რომლებსაც საზოგადოება ასე ხშირად იყენებს ხალხის თვალის ასახვევად.
რამდენიმე რეცენზია:
1. მორალს თუ ეძებთ არ იწვალოთ - მორალის გარეშე ხომ ბევრად მარტივია. ეს სიტყვები იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელმაც ძალიან კარგად იცის მორალის არსი და ზუსტად ამიტომ თვლის, რომ მორალი არ უნდა ეძებო - ის შენშია. თითოეული გვერდი სწორედ მორალისა და ამორალურობის ეგზისტენციალური ჯაჭვია, რომელიც გვანახებს, რამდენად ამორალურები ვართ, როდესაც სხვის მორალს განვიხილავთ. იპოვო და აღიარო შენს თავში ის, რასაც გაბოროტებული საზოგადოება ცდილობს იპოვნოს შენში, არის საკუთარ თავზე გამარჯვება - ყველა დაწერილი სიტყვა ამ ტექსტში ამის ლუსტრაციაა. აღიარება - აღსარება - უდიდესი ქრისტიანული და არამხოლოდ ქრისტიანული, ზოგადად რელიგიური, მრწამსისმიერი მოვლენაა, რომელსაც ყველაზე ახლოს მიყავხარ მზიარებელთან - ზიარებასთან. ამ ნაშრომმა მოახერხა ეთქვა ის, რასაც აღმსარებელთა 99% არათუ საზოგადოებასთან, არათუ ეკლესიასთან და რელიგიასთან - საკუთარ თავშიც კი ვერ აღიარებს.
კოკა ყანდიაშვილი დოკუმენტალისტი ტელეწაყმმყავანი 49 წლის.
2. თარხან გასვიანის სადებიუტო რომანი "მორალის გარეშე" განსაკუთრებული გულწრფელობითა და გულახდილობით დაწერილი ტექსტია, რომელიც პირადი მონოლოგის კვალდაკვალ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე საინტერესო, უცნობ და შემზარავ ამბებს ყვება. მიუხედავად სათაურისა, სინამდვილეში წიგნი მორალურ დილემათა მთელი მძივია, რომლის თითოეული ელემენტი ავტორის პირადი გამოცდილების ხარჯზე იქმნება. აქაა თემები, რომლებზეც აქამდე არ უსაუბრიათ ქართველ მწერლებს და ამბები, რომელთა მოყოლასაც დიდი გამბედაობა სჭირდება".
ალექსანდრე ლორთქიფანიძე მწერალი ტელეწამყვანი (30 წლის)
3.თარხან გასვიანის "მორალის გარეშე" არის წიგნი-პროტესტი. იგი არ ერიდება არცერთ კითხვას, მაგრამ გაურბის მორალისტურ პასუხებს ამ კითხვებზე. მორალისტურიპასუხებით ცხოვრება არის ბევრად იოლი, მაგრამ უინტერესო. თარხან გასვიანი ირჩევს საინტერესო ცხოვრებას.
ზვიად ქორიძე ჟურნალისტი (50 წლის)
1. "ბუქმარქი" - არაყიშვილზე
2. "შაქრო ბაბუა" - ჭავჭავაძის 17(პიკსელის მოპირდაპირე)
3. საკანცელარიო მაღაზია "კანცელარი" - ზ.ფალიაშვილის 55
4. "ფაბულა" - ფანჯიკიძის(იგ. ბუდაპეშტის) 3ა
5. "პარნასი" - ჭავჭავაძის 22
6. "სანტა ესპერანსა" - მარჯანიშვილის მეტროსთან სანქ-პეტერბურგის 12
7. "პროსპერო" - რუსთაველის 34
ავტორმა გააფორმა ხელშეკრულება ბიბლუსთან იქითა კვირიდან წიგნის ყიდვა შესაძლებელი იქნება ბიბლუსის ფილიალებში...
სულ მალე 1-2 დღეში წიგნის ელ.ვერსიის ყიდვა შესაძლებელი იქნება saba.com.ge-ზე
This post has been edited by adelva on 5 Oct 2019, 16:06