სწორი ყოფილხარ ყველაფერში ძმობილო. რაღაცა მომივიდა.
* * *
მოიხოდნენ ცოტა გამომცემლობები ფესტივალის წინ

ანდრეი პლატონოვი
„ჩევენგური“, „ქვაბული“ და „ჯანი“
(სერია: „აკრძალული წიგნების თარო“)
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე!
▪️ რუსულიდან თარგმნა გივი კიკილაშვილმა
„პლატონოვის გენიალური ქმნილებები: „ჩევენგური“, „ქვაბული“ და „ჯანი“ თავისთავად ქმნიან ტრილოგიას, თუმცა ავტორს ისინი ასე არ გაუერთიანებია; პირველი უტოპიაა, მეორე – ანტიუტოპია, ხოლო მესამე „რწმენის გამოცდის“ ფეერია.
„ჩევენგური“, რომელსაც პირველ რედაქციაში „გაზაფხულის მშენებლები“ ერქვა, პლატონოვის ერთადერთი დასრულებული რომანია. პლატონოვი მის სრულად გამოქვეყნებას ვერ ეღირსა. რომანის ნაწყვეტები: „ოსტატის წარმოშობა“ და „მებადურის შთამომავალი“ ჟურნალმა „კრასნაია ნოვმა“ გამოქვეყნა. ერთი ფრაგმენტი დაბეჭდა „ლიტერატურულმა გაზეთმა“ პლატონოვის გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ, როდესაც პარიზში ფრანგული თარგმანი გამოიცა. სამოცდაათიან წლებში გამოცემულმა იტალიური თარგმანმა პიერ პაოლო პაზოლინის აღფრთოვანება გამოიწვია. ამ წიგნში მთავარი გმირი, ალექსანდრ დვანოვი „მოსახლეობის თვითშემოქმედებაში კომუნიზმის საძებნელად“ გაემართა და რევოლუციის მოგზაურ რაინდ დონ კიხოტად იქცა, ხოლო მის დულსინეა ტობოსელად როზა ლუქსემბურგი მოგვევლინა.
„ქვაბული“ ერთდროულად დისტოპიააცაა, სოციალური იგავიც, ფილოსოფიური გროტესკიც და პირველი ხუთწლედის პერიოდის საბჭოთა კავშირის სასტიკი სატირაც. „საერთოპროლეტარული სახლის“ მშენებლობა, რომლის მიზანიცაა მომავლის უტოპიური ქალაქის პირველი აგური გახდეს, მთავრდება მომავალი სახლის ფუნდამენტის ქვაბულის მშენებლობით, საქმე უფრო შორს ვერ მიდის და მშენებლები ხვდებიან, რომ ვერაფერ ახალს ვერ შექმნიან განადგურებული ძველის ადგილზე. ჩემი აზრით, ეს ყველაზე უფრო საშინელი წიგნია, რომელიც ოდესმე დაწერილა რუსულ ენაზე.
„ჯანის“ სიუჟეტს ბევრი მკვლევარი „კაცობრიობის გადარჩენის სიუჟეტად“ ნათლავს, რომლის ცენტრშიც მთავარი გმირი, ნაზარ ჩაგატაევი დგას. იგი ერთდროულად ატარებს ექსილეს პრომეთევსისა და ბიბლიური მოსეს ნიშნებს. პირველმა ადამიანებს ცეცხლი და დამწერლობა მოუტანა, მეორემ კი თავისი ხალხი უდაბნოდან გამოიყვანა და „მკვდარი უდაბნო სამოთხედ აქცია“. ახალი მოსე ცდილობს ხალხს რწმენის კიდევ ერთი აღთქმა მისცეს“. – ლევან ბერძენიშვილი / Levan Berdzenishvili
▪️ პროექტის ავტორი: გვანცა ჯობავა / Gvantsa Jobava
▪️ რედაქტორები: ნატო გორდელაძე, ზვიად კვარაცხელია / Nato Gordeladze ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia
▪️ დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე / Lika Skhirtladze
▪️ გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი / Teona Chanishvili

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) ერინ მორგენსტენის რომანის, "ღამის ცირკის" შეძენას შეძლებთ.
მთარგმნელი: ნინო ოქრუაშვილი
რედაქტორები: მარი კორინთელი, ია ვეკუა
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
ღამის ცირკი წარმოდგენებს გაუფრთხილებლად მართავს. მისი განრიგი არავინ იცის. ის უბრალოდ იქ ჩნდება, სადაც წინა დღეს არაფერი იყო. ცირკის შავ-თეთრი კარვების მიღმა მაგიური სანახაობა იმალება, რომელიც იღბლიან სტუმარს ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრდება.
მაყურებლებმა არ იციან რომ წარმოდგენების უკან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს. აქ, ორ ჯადოქარს შორის, საუკუნოვანი დაპირისპირების კულმინაცია უნდა შედგეს.