
„თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე“ სერია „დასაბამს“ სტანისლავ ლემის „სოლარისი“ შემოურთდება!
⭕ პოლონელი მწერლის, მეცნიერისა და ფილოსოფოსის, სტანისლავ ლემის რომანს „სოლარისი“ სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრს უწოდებენ. იდუმალი პლანეტა სოლარისი – მოაზროვნე ოკეანე – აუხსნელი მოვლენებით აოცებს და უამრავ თავსატეხს უჩენს უცხო ცივილიზაციებით დაინტერესებულ დედამიწელებს. მეცნიერთა მცდელობას, კავშირი დაამყარონ უცნაური სუბსტანციით დაფარულ პლანეტასთან, თან სდევს უჩვეულო ამბები და ძნელია იმის განსაზღვრა, სად გადის ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის... ან იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის
წარმოსახვით სამყაროში ხდება?! ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტაფიზიკური ტექსტი, რომელიც ამავდროულად მეცნიერულია.
⭕ შოტლანდიელი ლიტერატორის, დევიდ ფრინგლის მიერ შედგენილ ფანტასტიკური ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებთა ასეულში სტანისლავ ლემის „სოლარისი“ მეხუთე ადგილზეა.
ნაწარმოების ორგზის ეკრანიზაციას – ანდრეი ტარკოვსკისა (1972 წ.) და სტივენ სოდერბერგის (2002 წ.) მიერ – კინოსამყაროში მისი
აღიარება მოჰყვა.
► მთარგმნელი ნორა ქართველიშვილი
► რედაქტორები: ელენე ჩაბრაძე, მარინა ყიფშიძე
► დიზაინერი ია მახათაძე
► ყდის დიზაინერი გიორგი მაღრაძე
► ტექნიკური დიზაინერი ლადო ლომსაძე
#მოდიფესტივალზე
* * *

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) "უკვდავ ბიბლიოთეკას" მიგელ ოტერო სილვას რომანი "როცა მეტირება,არ ვტირი" დაემატება.
მთარგმნელი: თეა გვასალია
რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
„როცა მეტირება, არ ვტირი“ მიგელ ოტერო სილვას შედევრად და ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად არის მიჩნეული. ნაწარმოებში მოვლენები ქვეყნის ისტორიის არეულ პერიოდში ვითარდება და იმდროინდელი ვენესუელის სოციალური და პოლიტიკური ქაოსით, გაურკვევლობითა და ცვლილებებით არის გაჟღენთილი. მიგელ ოტერო სილვას რომანის სამივე გმირი ერთ დღეს დაიბადა, სამივეს ვიქტორინი დაარქვეს და განგებამაც სამივეს საერთო ბედისწერა არგუნა. მაგრამ ბედისწერისკენ მიმავალი გზა ყველასთვის განსხვავებული გამოდგა, ისევე როგორც მათი ცხოვრება და გამოწვევები, თუმცა ნებსით თუ უნებლიეთ სამივე ჯიუტად მიუყვება მას.
სამი ვიქტორინოს ცხოვრებას ავტორი პარალელურ რეჟიმში ოსტატურად აღწერს და მკითხველიც მათთან ერთად გადის ცხოვრების გზას, მათთან ერთად განიცდის, უხარია, იძაბება და შვებას გრძნობს. განვლილი ცხოვრების ბოლოს კი მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: რა მოხდებოდა, ერთხელ მაინც რომ ეტირათ, რა მოხდებოდა, მათ დედებს მაინც რომ ეტირათ ერთხელ?
No one writes to the colonel..
"სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა: "აქაურობა ჩემია" და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს."