ამის პასუხად შეიძლება ყოფილიყო დიდი პოსტი, სკოლაში რომ გვაწერინებდნენ ,,რა არის ჩემთვის ლიტერატურა" ესეს სტილში

თუმცა მეზარება ბევრი წერა.
ჩემი გადმოსახედიდან, ლიტერატურა იქნება, კინომატოგრაფი თუ ხელოვნების სხვა რომელიმე დარგი, ყველა მასში იმას პოულობს რაც უნდა ან აკლია.
რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ განზოგადებულად იმის თქმა, რომ ვინმე მაგალითად ,,ნიჭიერის" ყურებაში ან დეტექტივების კითხვაში დროს ტყუილად ხარჯავს, არასწორია.
მისი დროა და მისი არჩევანია. ყველა თავად ირჩევს რაში ან რაზე დახარჯოს ცხოვრება.
,,ცხოვრებას სწავლობთზე" - ისევ სკოლაში რომ გვაწერინბდნენ: რა გვასწავლა ამ წიგნმა ან ფილმა და დაშტამპული თემა რომ უნდა დაგეწერა ჰუმანიზმზე თუ სხვა ამაღლებულ ღირებულებებზე, ის გამახსენდა

ცოტა ხნის წინ, ერთმა ქალმა გამომლანძღა, წიგნის მოყვარულ/ნაკითხ ადამიანს ასე ქცევა არ შეესაბამებაო...
კი, ვცადე ამეხსნა, რომ ჩემი საყვარელი წიგნები, მისი საყვარელი წიგნებისგან განსხვავებით, არ მასწავლიან როგორი ქცევა შემეფერება და არც მორალური მსჯულის როლში გამოდიან რაღაც ქმედების შესაფასებლად...
მაგრამ, არის ადამიანთა/მკითხველთა კატეგორია, რომელთანაც ძალიანაც რომ გინდოდეს, მაინც საუბარს ვერ ააწყობ.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის ლიტერატურა თუ ხელოვნება ზოგადად, კაიფის ერთგვარი ფორმაა.
თუგინდ, ის მომენტი რად ღირს, რაღაც ეტაპის/პრობლემის წინ რომ ხარ და ზუსტად იგივენაირი სიტუაცია რომ გახსენდება უკვე წაკითხულიდან.
თითქოს ერთხელ უკვე იცხოვრე/გამოიარე ეს.
კიდევ ბევრი დეტალია.
მაინც ბევრის წერა გამომდის