Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(104)
« პირველი
...
87
88
[89]
90
91
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ლიტერატურული კლუბი
, VI ნაწილი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Margot
Member
ჯგუფი: Registered
Margot
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 84
წევრი No.: 151222
რეგისტრ.: 19-June 12
#52907375
· 14 Jun 2018, 15:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
George_Best
შენ განიხლე. მე ვცდილობ აგიყოლიოთ, მაგრამ თითქმის არავინ წერს. ყველა თაისთვისინახავს შთაბეჭდილებას.
პ.ს. ამ შედარებით მოვიხიბლე:
от него веяло сдержанной силой, какая чувствуется в редких лесных цветах, стойких, без запаха, которые цветут прямо среди остатков зимнего снега.
სურვილი გამიჩნდა ქართულად და ინგლისურად წამეკითხა ეს წინადადება
--------------------
"Никогда и ничего не просите! Никогда и ничего, и в особенности у тех, кто сильнее вас."
"Contrariwise' continued Tweedlebee, ' if it was so, it might be; and if it were so, it would be; but as it isn't, it ain't. That's logic."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
marimarita
♒
ჯგუფი: Members
marimarita
♒
ჯგუფი: Members
წერილები: 13254
წევრი No.: 208374
რეგისტრ.: 3-October 15
#52907570
· 14 Jun 2018, 16:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შემთხვევით შემოვიხედე
))
Heart_of_Darkness
ბრავო
აქამდეც მევასებოდი პოსტებიდან გამომდინარე...
წიგნებს ჩემი სიამოვნებისთვის ვკითხულობ და არა იმისთვის, რომ ვინმეს დავუმტკიცო რა მაგარი ტიპი ვარ
შეიძლება მე რაც მომწონს სხვას არ მოეწონოს და პირიქით...
კარგი და ცუდი წიგნი არ არსებობს, ყველაზე ,,ცუდ'' წიგნშიც შეიძლება დაინახო რაღაც კარგი.. ვისთვის როგორ...
მაგარი ტიპობა, რა გაქვს წაკითხული მაგით არ იზომება.
შეიძლება უამრავი წიგნი გქონდეს წაკითხული, მაგრამ ადამიანი იყო - ნული!..
პ.ს. წინა კომენტარი ჩემზე არ მიმიღია,იმიტომ რომ აქ იშვიათად შემოვდივარ და ამ თემისგან დამოუკიდებლდ ვკითხულობ სხვა წიგნებს, მაგრამ მომინდა კომენტარის გაკეთება.
)
--------------------
If you judge people, you have no time to love them...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
წერილები: 5065
წევრი No.: 200822
რეგისტრ.: 9-April 15
#52909860
· 14 Jun 2018, 22:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Margot
ხო, ულა. იულა უორნერი. ჩლუნგი ქალი, რომელზეც მთელი სოფელი გიჟდება. კაცები ცხრიდან ოთხმოცდაათამდე. რა არის ეს? რა მოვლენაა. როგორც ფოლკნერი წერს, დაბადებამდე გაფურჩქნული ქალი იყოო. საშოშივე მომწიფებული, დაბადებიდან რო მოლოდინით ცხოვრობდა, როდის მოვიდოდა ვინმე კაცი და ამ მოლოდინს გაუქარვებდაო. ოღონდ ერთი კაციო არ ეყოფოდაო იულასო. ეყოფოდაო კი არა, რაღაც გამართლებასავით წერს, ერთი კაცისთვის არ იყოო იულა, მოუხნავი, ნოყიერი ყამირმიწასავით იყოო, რომელსაც იმაზე მეტი თესლის მიღება შეეძლო, ვიდრე პატრონს წარმოედგინაო, იმაზე ბევრად მეტი იყოო, ვიდრე მისი პატრონი ფიქრობდაო. ნაყოფიერების ქალღმერთი რო თქვი. ეგრე, დაეპატრონებოდაო ვინმე, თუნდაც გონჯი და მახინჯი, ფულით და გონებით დაითავისებდა, როგორც ნივთსო, ნახატსო, მაგრამ თვითონ ულა ისეთი იყოვო, თავისი არსით საერთოდ აქრობდა ერთგულების ფიცსო, საერთოდ წარმოუდგენელს ხდიდა, მხოლოდ ერთი მამაკაცის ყოფილიყო სიცოცხლის ბოლომდეო. რაღაც ამდაგვარი წერია, არა? ფაქტიურად, იულაა თვალნათელი მაგალითი ქალის საწყისის. ფიზიკური ლტოლვის, ხორციელის. ჰორმონების აფეთქების, შუბლში რო ურტყამთ კაცებს, ისე. რაის ინტელექტი, რაის აღრზდა და დახვეწილობა. ერთს გაივლიდა ეს ჩლუნგი ქალი, წამოუფრიალდებოდა კაბა და დამონებული ყავდა გარშემო ყველა მამაკაცი. ტვინიანი და უტვინო. ნასწავლი და უსწავლი. დიდი და პატარა.ჩხუბამდე რო მიდიოდა საქმე, ისე. (თუმცა, სიჩლუნგე თავის დაცვაში ხელს არ უშლიდა. არც თავისი გულის ვარდის დაცვაში, მუშტი-კრივით დაიფრინა შეყვარებულს მივარდნილი ყმაწვილები)
და ეს იულა დარჩა ფლემს, ყველაზე შეუფერებელს, ყველაზე არაკაცს, ყველაზე ყველაზეს.
და თითქოს სადღაც გვერდით არის ფიზიკური ლტოლვის მეორე მაგალითი. იდიოტსა და ძროხას შორის. ისე აღწერილი, თავიდან, ვიდრე გავიგებდი, ვიზე იყო საუბარი, ძაანაც ჩვეულებრივი და მაგარი რამე მეგონა. (ეს აღწერილობები სხვა ამბავია კიდე. როგორ შემოყავს. ეს იდიოტის ამბავიც თავიდან ისე დაუზუსტებლად დაიწყო-როგორ ელოდა მინდორზე, მდინარესთან, როგორ ესმოდა ხმა, ხედავდა-სულ სხვა განწყობას გიქმნის, ვიდრე გაიგებ, ვინ და რა. იმ მკვლელის ამბავი კიდე. ისიც ისე იწყება, ვიდრე გაიგებ, რო მკვლელზეა. აი ეს ბუნდოვანი დაწყებები. წინასწარგანწყობები. ვაბშე ისე მიგანიშნებს, რო არ იცოდე ვინ, ძაანაც ჩვეულებრივი რამეა) ხოდა სულ რაღაც პარალელურ სიბრტყეში წარმომიდგენია. იმ იულასა და ძროხის ამბავი. რავიცი.
(ნუ ეხლაც ეგრეა, დიდი არაფერი შეცვლილა, უტვინო ლამაზ ქალებს ჯოგებად მიყვებიან კაცები, რა გასაკვირია)))
ხოდა ამ ულას ამბავი მაინც ისეა სოფელში, ლაითად. ქალაქს ვკითხულობ ეხლა. ვაბშე გაშლილი აქვთ ფრთები ცოლსაც და ქმარსაც. ამას საყვარელი, იმას შავ-ბნელი საქმეები და ფულის კეთება. აქ უფრო კარგად ჩანან ეს ადამიანები. (აქ უფრო ნერვებისმომშლელია ფლემი). აქ ჩანს, როგორ იყენებს ეს არაკაცი ამ ქალს. აი, უტვინო, მაგრამ ლამაზი ქალი ხო რევს კაცებს. ხო მიართმევენ ლანგრით ყველაზე არაკაცს. და ხო იყენებს მერე ეს არაკაცი ყველა ბრუნვაში. სათავისოდ. ბინძურად. თუ ეს ამბავი გაინტერესებს, ქალაქი წაიკითხე.
ფრირაითინგის რეჟიმში ვწერ ახლა, დაულაგებლად, რაც აზრი მომდის და ვასწრებ, იმას ვწერ, აზრები კიდე ბევრია)) თუ რაღაც მიმართულებაა უფრო საინტერესო, მითხარი და ვილაპარაკოთ იმაზე. საინტერესოა ჩემთვისაც. სხვებიც მაქვს წაკითხული ფოლკნერის, ბევრი არა, მაგრამ იქ სხვა თემებია და ასე ნერვები არ მოუშლია არცერთს.
ვაბშე ქალებიც საინტერესო თემაა. როგორ ყავს ქალები. თუ როგორ არ ყავს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Moby-Dick
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Moby-Dick
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1769
წევრი No.: 158647
რეგისტრ.: 4-January 13
#52910373
· 15 Jun 2018, 00:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ezekia
QUOTE
აქ ჩანს, როგორ იყენებს ეს არაკაცი ამ ქალს. აი, უტვინო, მაგრამ ლამაზი ქალი ხო რევს კაცებს. ხო მიართმევენ ლანგრით ყველაზე არაკაცს. და ხო იყენებს მერე ეს არაკაცი ყველა ბრუნვაში. სათავისოდ. ბინძურად. თუ ეს ამბავი გაინტერესებს, ქალაქი წაიკითხე.
რა გაბრაზებული ხარ
ეგეთი ძალიან ცუდი პიროვნებაც არ არის ფლემი, შეგეცოდება ნუ ლანძრავ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
senpai
хранитель слов
ჯგუფი: Members
senpai
хранитель слов
ჯგუფი: Members
წერილები: 19265
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09
#52910388
· 15 Jun 2018, 00:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ezekia
მაგარი დაგანევროზა მაგ რომანმა
არ გაეკარო ცოტახანი ფოლკნერს. კარგი სატირელი ლიტერატურა მაქვს და მოგცემ. განიტვირთები ცოტა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
წერილები: 5065
წევრი No.: 200822
რეგისტრ.: 9-April 15
#52910508
· 15 Jun 2018, 00:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყველაზე ცუდი, რაც ამ თემაშია, დროის მომენტია. მე თვითონაც გუშინდელ პოსტს წეღან ვუპასუხე, ვუპასუხე და მინდა, სანამ ცხელია, ვინმე ამყვეს და ვილაპარაკოთ ))) მაგრამ ჰა, ხვალ ან ზეგ თუ გამომეპასუხა ვინმე, იმაზეც მადლობელი. მერე თავიდან უნდა მოვიქოქო))) არადა საინტერესოა. წეღან ულაზე რო არ ეკითხათ, ვერც ვიტყოდი, ასე თუ დამამახსოვრდა ეს ქალი. მთელი აღწერილობა მხსომებია არადა. კი, გამაღიზიანა კითხვისას, მაგრამ ამდენს თუ დავწერდი ცალკე, არ მეგონა. ვერ ვიტყვი, დიდი აზრიანი რამეები დავწერე მეთქი, მაგრამ თვითონ ის, რომ ამდენი რამე მომიგროვდა იულაზე, ესეც რამეა. ამდენი, ანუ რაც დავწერე და რაც წერისას ვიფიქრე და დაწერა ვერ მოვასწარი))) ნუ, მე თუ იმაზე ვიფიქრე, ჩემზე ვინ რას იტყვის და როგორ შემაფასებს, მაშინ ვერ დამიწერია ვერაფერი და ეგაა)) არადა კლუბის ერთი მთავარი მუღამი ეგ უნდა იყოს-კითხვის მერე ლაპარაკი. თუ რაღაცეების დატოლებაზე წავიდა აქ საქმე, ეგრე შორს ვერ გავფრინდებით))) ნუ, მე ჩემსას დავწერ და ვინმეს თუ ძაან გავაღიზიანებ ან გამაღიზიანებს, ეგაც არაა პრობლება, გავალ მარტივად, როგორც გავსულვარ სხვა თემიდან და არ დაქცეულა ამით არაფერი)) ფოლკნერს რაც შეეხება, სოფელმა მაგრად იმოქმედა, არც მეგონა, ისე. რატო, არ ვიცი. ვაბშე რატო იწერება ესეთი წიგნები. ნერვების მომშლელი. აქ ხო სიკეთეზე არაფერია, სიყვარულზე და კარგ რამეებზე. ვაბშე დედააფეთქებული წიგნია. ნუ, მიზანი თუ ისაა, რო ბოროტებაზე მძაფრად უნდა წერო, რო მოგხვდეს და არ გაიმეორო-მალადეც, გამოუვიდა. ხილული თვალსაჩინოება, როგორები არ უნდა ვიყოთ. ხილული მაგალითი, როგორები შეიძლება ვიყოთ. ხილული ეჭვი, ხომ არ ვართ ესეთები. და მაგრად წერს. ძაან ძაან შეყვანები აქვს. ვაბშე აფეთქებული.
ქალაქი უარესი რამე ჩანს. აი, ბესთმა დაწერა, შესავალია სოფელიო. ეგრე გამოვიდა, წინაპირობაა ქალაქის. აქ სხვა ლეველზე გადადიხარ, ის გაიარე უკვე, გადა...ნი ყველაფერი და აქ გადმოდიხარ. იქ ფლემი არ ჩანდა ასე. ვაბშე არ ჩანდა,მიმა მიდიოდა ყველაფერი, სხვები აკეთებდნენ და ქულები ფლემს უგროვდებოდა, აქ თვითონ ჩანს, ვაბშე მისი ლაპარაკები ჩანს და კონკრეტული საქმეები, ვაბშე სხვა ჭრილში ხედავ. მაგრად წერს, ძაან მაგრად. ეს ქალაქი და ძერევუშკა თუ მოიტანდა, ვაბშე ვერც ვიფიქქრებდი...
აუუუ შემოდით ვინმე))
ძაან დაღლილი ვარ. აი ძაან უძალიანესად. ისე, რო ვერ ვიძინებ. არადა უნდა მეძინოს, რო დილისთვის ცოტა გონზე მოვიდე...
* * *
Moby-Dick
ჰეეე, ვინ მოსულა))))
აი, ცივ წყალს დავლევ, გადამივლის და შემეცოდება მერე, იმედია)))
როგორ ხარ <3
senpai
არა, რას ამბობ, მაგარი მუღამია!))
ქალაქი და მერე ასაბნიაკ! ბოლოში უნდა გავიდე, თორე გავსკდები!!!)))))))
აი, სატირალი ნაკლებად რააა)) ამის მერე ჩიქლითზე შევჯდები და გულს გადავაყოლებ, ლუბოვ, რამანწიკა და ეგეთი ჩუყჩუყ ამბები ))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
senpai
хранитель слов
ჯგუფი: Members
senpai
хранитель слов
ჯგუფი: Members
წერილები: 19265
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09
#52910602
· 15 Jun 2018, 00:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ezekia
ხოდა რამანწიკისგან არის სატირელი ზუსტად
პ.ს. წაიკითხე და დაგეძინება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Moby-Dick
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Moby-Dick
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1769
წევრი No.: 158647
რეგისტრ.: 4-January 13
#52910625
· 15 Jun 2018, 00:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ezekia
კი შეგეცოდება
ბოლო მონაკვეთები მაგის უიღბლობების აღწერებიც იქნება
ისე კარგად აღარ მახსოვს, მე მკერავი მომეწონა ყველაზე მეტად. მაღლა პოსტში რომ გიწერია მკვლელზე, მაგ მკვლელს რა ერქვა, ეგეც მაგარი პერსონაჟია თუ მაგაზე ამბობ, ეგ და მკერავი მოკლედ
არამიშავს მე, შენ როგორ ხარ მსოფლიო ჩემპიონატზე ვისკენ ხარ? ;დ
* * *
senpai
აუ რაღაც წიგნი უნდა გეთქვა
პირსინგი წავიკიტხე, არაუშავდა, მაგრამ ჭოჭმანობდნენ ძალიან მანიაკები, მძიმე ცხოვრება, პედოფილიის მსხვერპლი და თან რო მაგის გვალენით გასასიზღრდნენ ვითომ, ეგეც იმოქმედებს რა თქმა უნდა, ეგეთი დაჩაგრული აღარც მანიაკად ვარგა, ცოტა გამბედაობა და ცივსისხლიანობა აკლდათ თორე საინტერესო იყო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
წერილები: 5065
წევრი No.: 200822
რეგისტრ.: 9-April 15
#52910737
· 15 Jun 2018, 01:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
senpai
, რამანწიკებს და სატირლობებს კითხულობ?? რა მაგარია!!!))) მიდი, გამოუშვი, ერთად ვაღვარღვაროთ ცხელი ცრემლები!!!))
Moby-Dick
მკვლელი, ხო. მინკი. სულ მკვლელს ვამბობდი, სახელი არ მახსოვდა და შენს პოსტში წავიკითხე და დამარტყა ეგრევე-მინკი. ძაან აღწერილობებია. მაგრად წერს მაგაზე. საერთოდ როგორ ყვება. და ის ამბავი, მთელი ის ამბავი მკვლელობის. ვაბშე მაგარი. განგრევს, ისეთი. დეტალები.
მკერავი რეტლიფია ალბათ. საკერავ მანქაებს რო დაახროკიალებს და ყვება ამბავს ძირითადად. ყველაზე ნორმალური პერსონაჟი ეგაა, ხო. ყველაზე მოსაწონი))
რა უნდა მოხდეს, მე რო ფლემი შემეცოდოს. საინტერესოა. წავიკითხავ და გეტყვი მერე. ))
ჩემპიონატზე ბრაზილიისკენ ვარ! შენა??))))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_Pablo_
WLD
ჯგუფი: Members
_Pablo_
WLD
ჯგუფი: Members
წერილები: 9649
წევრი No.: 223985
რეგისტრ.: 15-September 16
#52911336
· 15 Jun 2018, 08:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ფოლკნერის ქართული თარგმანების უმრავლესობა იმდენად ცუდია,
+1
აგვისტოს ნათელი ისეთი საშინელებაა 3 ჯერ დავიწყე და გაბრაზებულმა მივაგდე, რასაც ქვია ნერვები დამაწყვიტა
--------------------
30 כסף
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
senpai
хранитель слов
ჯგუფი: Members
senpai
хранитель слов
ჯგუფი: Members
წერილები: 19265
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09
#52911922
· 15 Jun 2018, 11:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Moby-Dick
QUOTE
რაღაც წიგნი უნდა გეთქვა
პირსინგის მერე რა წაიკითხო ? უფრო მძაფრი ? Осиная Фабрика წაიკითხე. იქნებ მოგეწონოს.
Ezekia
წაკითხული მაქვს ეგეთებიც რათქმაუნდა. ლიტერატურაში ყველაფერი უნდა გასინჯო. მე მეტი აღარ მინდა, მარა შენ მოგიხდებოდა ამ ეტაპზე ესე მგონია. სპარკსი.
QUOTE
)))
ამ სმაილების მნიშვნელობას ვერ ვხვდები ხოლმე ქალების მხრიდან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
წერილები: 5065
წევრი No.: 200822
რეგისტრ.: 9-April 15
#52912063
· 15 Jun 2018, 11:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
senpai
სპარკსს ვერ ვიტან
))) ან ))))) ნიშნავს ღიმილებს
უბრალოდ წინ ორწერტილი არ უზის და ფრჩხილების რაოდენობით გამოხატავ, ლაითად იღიმები თუ ფართოდ იცინი )))))
ამეების მერე მორჩილაძეს წავიკითხავ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jurnalistka
Woland's kitten
ჯგუფი: Members
jurnalistka
Woland's kitten
ჯგუფი: Members
წერილები: 16665
წევრი No.: 19254
რეგისტრ.: 13-April 06
#52912877
· 15 Jun 2018, 13:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დღეს ვინმე უელბეკის მოსაწვევისთვის ხომ არ მიდის სანტა-ესპერანსაში?
ძალიან მეზარება მუხიანიდან გასვლა და ფულს გაგატანდით
--------------------
Daisy, if anything should ever separate us, you must think of me at my best, old boy.
--♪♫♪♫♪♫♪♫--
ამ ბარში მარტო შენს გოგოს კოცნიან ;)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Margot
Member
ჯგუფი: Registered
Margot
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 84
წევრი No.: 151222
რეგისტრ.: 19-June 12
#52913709
· 15 Jun 2018, 15:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ezekia
მეც მასე მინდოდა წერა , კითხვის პროცესში. დავიწყე და არავინ ამყვა.
ქალაქის წაკითხვას ცოტა ხანში ვაპირებ. მართლა მძიმე გადასატანია ამდენი უბედური ადამიანის ამბავი.
რა საშინელი ფონია, ანუ სოფელი. ჭუჭყი, მტვერი, ნეხვი, ბამბის ნაფლეთები ჰაერში, ძველი კომბინიზონები, გაძვალტყავებული სახედრები და ცხენები, ცხოვრებისგან გატეხილი ქალები თავისი ნახევრადმშიერი ბავშვებით.
Moby-Dick
სნოუპსები. იქნებ მხოლოდ სოფლის ჭორებია? (კითხვისას ვიმედოვნებდი) ან შური? მაგრამ ვერ მოგართვით . Нет дыма без огня (буквально)
სნოუპსები, წყლული დაავადებულ სოფელში, ავთვისებიანი კიბო მეტასტაზებით. მაგრამ ეს მათ დაუმსახურეს, რადგან მხოლოდ დასუსტებულ, დაბეჩავებულ ორგანიზმს ედება მეტასტაზი. მხოლოდ ასეთ სოფელში შეიძლებე აყვავდნენ სნოუპსები.
შენ კი ამბობ, შეგეცოდებაო.
This post has been edited by
Margot
on 15 Jun 2018, 16:07
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
Ezekia
ეზეკია
ჯგუფი: Members
წერილები: 5065
წევრი No.: 200822
რეგისტრ.: 9-April 15
#52916209
· 15 Jun 2018, 22:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვახ, ნახე შენ კოშტა? 1:1.
Margot
კიბო ასიანი. ზუსტი. ერთი დაიკავებს ადგილს და მერე სულ მისნაირები მოდიან. ზუსტად. ფლემი დაადგამს ფეხს და მერე მისი სანათესაო ცვლის. ვსო, მაგათი გვარისაა. მეტასტაზები. და სუსტ ორგანიზმში, რა თქმა უნდა. რა ხალხია ამ ფრანგისხევში, ხმისამოუღებელი და თავდახრილი, რო მახსენდება, თავიდან მეშლება ნერვები. ეგრევე უკანალები მიუშვირეს. ფიე.
ეს თარგმანი მომწონს ქართულად, გემრიელი ფრაზებია, სიტყვები არათანამედროვე. აგვისტოს ნათელი ასე არ მომწონებია ქართულად. შეიძლება წიგნის ბრალი იყო, ვიზუალურად უხარისხოსი, არ ვიცი. რუსულად უკეთესად წავიდა.
ალბათ ახალი წიგნის კითხვაში ვერ ჩავერთვები, საქმე მომეყარა სამსახურში, ერთი ორი კვირა პას. მანამდე ეს ქალაქიც მაქვს.
მერე ვნახოთ.
მაგარი თამაშია. უყურებთ??))
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(104)
« პირველი
...
87
88
[89]
90
91
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1500 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.