ხო (( შენ?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ნაღვლიანი ამბავია. არჩევანია ფაქტიურად: აი, არის უდაბნო. და ხარ შენ, ადამიანი.
შეგიძლია, შეიყვარო უდაბნო და იქცე მის ნაწილად, შეგიძლია, ფეხებზე დაიკიდო უდაბნო და ეცადო მის გამოყენებას. ოღონდ ორივე შემთხვევაში უდაბნო მოგერევა. ნუ აქ უდაბნოა და ისე განაზოგადებ, როგორც გინდა.
აი, აიღე ასუფი. თუ რა ქვია? შეილება მეშლება, სახელებს არ ვიმახსოვრებ ხოლმე. და სპოილერშიც რომ არ ვსვამ, ხო არაუშავს? აი, ასუფი. მწყემსია, ხო? მომთაბარე. კაჩევნიკი. სახლიც არა აქვს მგონი წესიერად. მამა ჯიხვმა მოუკლა, დედა წყალმა მოსტაცა. და ცხოვრობს მარტო-ამხელა უდაბნოში. აზზე ხარ??? აააამხელა უდაბნოში, მღვიმეებით და ქვიშით გატენილში, მარტო. თხებთან, რომლის ხორცსაც არ ჭამს, და აქლემებთან. თვიდან თვემდე ადამიანის გარეშე. რა განათლება აქვს? მამის ზღაპრები, სიმღერები და სურები ყურანიდან. ძველი გადმოცემები. და ჩაგონება, რომ ადამიანი ადამიანის მტერია. ჯინების შთამომავალია, ჯინებს უსმენს და მათ ელაპარაკება. და ამ ცხოვრებით ცხოვრობს. ერთი მომენტია, კლდეზე რო კიდია: სიცოცხლეო სულ სევდიანი უდაბნოაო, თხები, ქურციკები და დედის ბუტბუტიო და აბა როგორ გავეყაროო, როგორ დავტოვოო! ხო აზრზე ხარ. და აი, ეს ასუფი თუ უსუფი, თავიდან რო აღთქმას არღვევს და მთის სულს, ჯიხვს გამოეკიდება, იმავე ჯიხვისგან, ქურციკისგან, ხვლიკისგან, აქლემისგან... წვიმისგან, ბალახისგან, მღვიმისგან ნელ-ნელა სწავლობს უდაბნოს. თავიდან სწავლობს. ხო იცოდა ისეთი, რაც მამამ ასწავლა. ეხლა თვითონ. ნელ-ნელა იჯერებს, რომ მასაც და ჯიხვსაც ერთი წინაპარი ჰყავთ, ერთი ღმერთი-ადრიდან, იმ დროიდან, პირველი ადამიანები ჯერ კიდევ კედლებზე რომ ხატავდნენ ამ ღმერთებს, თავისნაირების გვერდით, და სხვა რელიგიის ხალხიც რომ მოდის იმ ღმერთების სანახავად და სავედრებლად. რაღაც აქვთ ერთი, საერთო, ერთის შვილები არიან და როცა გაუჭირდება, კი გადაარჩენს ჯიხვის სული, ერთხელ კი არა, ორჯერ თან. სხვანაირად, მარტივად ფიქრობს ასუფი, ლეგენდებიდან გამოდის, შელოცვებიდან, მირაჟებიდან, უდაბნოს სულებიდან გამოდის, მოთმენიდან გამოდის, მამამაც რომ ასწავლა და ცხოვრებამაც, მაგრამ სწორად რომ გამოდის? უდაბნოს ჭეშმარიტი შვილი რომ ხდება? შვილიც და პატრონიც, ლამის იმ ნირვანას მიღწეული, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები რომ ასე ცდილობენ მიღწევას.
და ის მეორე? ჯონი? ის ხომ ნასწავლი კაცია. სუფიის მიმდევრებს ცალკე ხვდება, ვიღაც დერვიშებს ცალკე, ვიღაც შეიხებს ცალკე... რაღაცას იკვლევს, იძიებს, სწავლობს-ჯიხვის სული, ქურციკის სული, იმის მიმდევრები, ამის მიმდევრები-და რა? უდაბნოს მჟლეტელი და მკვლელი. ისევე, როგორც კაენი. თუმცა კაენის განათლებაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ მეც მაგას ვამბობ-გაუნათლებელიც ანგრევს უდაბნოს და განათლებულიც, გაუნათლებელიც ინახავს უდაბნოს და განათლებულიც-ვიღაც იტალიელი პროფესორი იყოო, სულ ხელები უთრთოდა, კედლის ნახატებს რო ათვალიერებდაო. და შეიხი კიდევ. მოხეტიალე დერვიში. სხვებისგან გარიყული-თქვენო ერთ კაცში მოაქციეთ ღმერთიე და ჩვენო აქ ღმერთი ყველგან გვყავსო, ცხოველებშიც და ადამიანებშიცო. აბა?! ეგრეა. რას აირჩევ, შენი ნებაა. შენი თავისუფლება. ოღონდ შეიძლება, ამ არჩევანს მსხვერპლად შეეწირო. ეგეც შენი ნებაა. ასუფი თავისი ნებით შეეწირა, ასე მგონია. და რაღაცატომ ასეც უნდა ყოფილიყო.
რამდენი დამიწერია. მომეწონა, კი, აი, რამდენი ფიქრი დამიტოვა, და რამდენი არ დავწერე კიდე სიზარმაცის გამო.
არა, ჩავსვამ სპოილერში.