narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა

        
ჯგუფი: Members
წერილები: 38242
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10
|
#51615682 · 4 Nov 2017, 16:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნახეთ აბა,ვინც წაიკითხეთ,
უნისთვის კრიტიკასავით რაღაც დავწერე და რა ჩავამატო
„სამხრეთული სპილო“ არჩილ ქიქოძის სადებიუტო რომანია.ვერ ვიტყვით,რომ ის ახალია ლიტ.სფეროში,მაგრამ „სამხრეთული სპილო“ მისი პირველი, ასე ვთქვათ, სქელი ნაწარმოებია. მოკლედ,ამ კაცმა რომანი დაწერა,თან კარგი,რაც თანამედროვე ქართულ ლიტ.სივრცეში საკმაოდ იშვიათი და დასაფასებელია. რატომაც არა,რომანი გამოვიდა გამართული,უჩვეულო,საინტერესო და ადვილად საკითხავი. ამ რომანით არჩილ ქიქოძე ამტკიცებს იმ დებულებას,რომ მწერალმა უნდა წეროს იმაზე რაც იცის,და მართლაც,ქიქოძეს კინოსაოპერატორო და კინოდრამატურგიის ფაკულტეტები აქვს დამთავრებული,რაც ეტყობა კიდეც მის რომანს,რადგანაც წიგნს ფონად კინო მინიშნებები გასდევს.ეს შეიძლება იყოს,რომელიმე ცნობილი რეჟისორის ციტატა ან ნაწყვეტი რომელიმე ფილმიდან.მთავარი გმირიც რეჟისორი გვყავს.წიგნში ეს ძალიან ბუნებრივად და გემრიელად ზის,ალბათ იმიტომ რომ 90-იანებში,რასაც საკამოდ დიდი დრო ერთმობა წიგნში,არჩილ ქიქოძის თაობას ახლად შემოჭრილი დასავლეთიდან ყველაზე მაგრად დასავლეთის კინო დაეჯახა. მაგრამ რომ დავაკვირდეთ,კლასიკური გაგებით ამ წიგნს დიდი ვერაფერი სიუჟეტი აქვს.მთავარ გმირს ურეკავს ძველი მეგობარი და ყოვლად უცნაურ რამეს სთხოვს. მან სახლი უნდა დაუთმოს მეგობარს იმისათვის რომ მავან მანდილოსანთან მრუშობით დაკავდეს.ამას თაზო,ძველი მეგობარი,რატომ აკეთებს არ ვიცით,იქნებ უნდა რომ სიცოცხლე იგრძნოს,ინქებ უნდა რომ თავი დაისაჯოს,მაგრამ ჩვენი მთავარი გმირი,ყველანაირი კითხვების გარეშე უთმობს სახლს და თვითონ გარეთ გამოდის,იმისათვის რომ დრო გაიყვანოს. დაიხ,დრო გაიყვანოს,ჩვენს მთვარ გმირს მიზანი არ აქვს. „მეცინება - რა დაგეგმვა უნდა დღეს,როცა არაფერი გაქვს გასაკეთებელი,და რაც გაქვს,ზუსტად იცი,რომ იმის გამკეთებელი არ ხარ.“(გვ.12) ის დადის ქალაქის ნაცნობ ქუჩებში და არც იცის რატომ „ჩემს გადაადგილებას თავიდანვე არ ჰქონია რაიმე გეგმის მსგავსი,მაგრამ სახლის მონახულების შემდეგ მთლად ქაოსური გახდა“(გვ.185) ჩვენ გვყავს მთავარი გმირი მიზნისა და გასაკეთებლის გარეშე.მაშინ რა ხდება წიგნში? შევეცდები ავხსნა,ეს წიგნი მთლიანად ემოციაა.თვითონ მწერლის ემოცია,ადამიანები სხვადასხვა რამის გამო წერენ წიგნებს,სტივენ კინგს სულაც არ აქვს პრობლემა რომ მოიფიქროს სიუჟეტი მორიგი 1000 გვერდიანი წიგნისათვის,სადაც ისევ ის თემები ექნება,რაც წინა ოთხმოცდაათში.ან სხვა ვინმე ყოჩაღ მწერალს.ბევრს შეუძლია დაწეროს რომანი ჩახლართული სიუჟეტით.მაგრამ იშვიათად რომ წიგნში ასე ალალად,პათეტიკისა და სიყალბის გარეშე იყოს გადმოცემული ადამიანის ემოციები.თან პირველ პირში.დიახ,წიგნი არის დარდზე,სინანულზე და ზრუნვაზე. ცოლებზე,რომლებსაც ვერ გაუფრთხილდა,დედაზე,რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ტყუილად იწვალა,შვილზე რომელსაც არ იცნობს თითქმის და მის გამო საშინელების ნახვა მოუხდა.ძველ მეგობრებზე.ძველ დროზე,ბედს შეურიგებელ ადამიანებზე და ასე შემდეგ. იქნებ მკითხველს არა,მაგრამ მე ძნელია რომ არ გამახსენდეს აქ აკა მორჩილაძის „ობოლე“,რომელიც ძალიან გავს ამ წიგნს თავისი აგებულებით.აგიხსნით რატომ: ისევ როგორც აქ,ობოლეშიც გვყავს მთავარი გმირი მომავლის გარეშე,არ ვიცით რისი გაკეთება უნდა ან რას გააკეთებს ის მომავალში,მაგრამ გვაქვს სასხლეტი,რომელიც პერსონაჟში აღვიძებს წარსულს, „სამხრეთულ სპილოში“ ეს თაზოა, „ობოლეში“ კი ნათესავი,რომელიც რეკავს ღამით და ატყობინებს რომ მათ ძველ სახლს,სოფელში სახურავი ჩამოენგრა.ამის შემდეგ იწყებენ მოქმედებას პერსონაჟები და ისევე როგორც სამხრეთულ სპილოშიც, „ობოლეშიც“ მთელი წიგნი მოგონებებზეა.ყოფილ ცოლებზე,ახალგაზრდობაზე,ბავშვობაზე,სოფლის სახლის გაცვეთილ პირსახოცებზე და ასე შემდეგ. აქვე დავამატებ, რომ ორივე ვესტერნული „show down-თ „ მთავრდება რომელსაც,რა თქმა უნდა, არ აქვს ტრაგიკული დასასრული.მაგრამ ვესტერნზე შემდეგ. მე არ ვიცი,რა ჰქვია ამ ჟანრს,რა დავარქვა,ლიტერატურული ტერმინები და ჟანრები სამოსანის დონეზე ვიცი,მაგრამ როგორც ხედავთ ეს ჟანრი არსებობს. მაგრამ არ იფიქროთ,რომ სამხრეთულ სპილოში მხოლოდ ესაა. არა,ეს მოგონებები სხვა რამეს აღძრავს.თაზოს და მთავარ გმირს ერთი რამ აერთიანებთ,ორივეს კისერზე ახალგაზრდას სიკვდილი ადევთ.იქნებ არც იყოს მათი ბრალი,მაგრამ ისინი დამნაშავედ გრძნობენ თავს და ეს მათ ანადგურებს.თაზო იკარგება საერთოდ,სახლიდან აღარ გამოდის,მთავარი გმირი კი წყვეტს რეჟისორობას და „რეკლამშიკობს“ თითქოს ამით თავს ისჯის. მაგრამ ის სოციალურ ქსელში სადაც შვილსა და ყოფილ ცოლს უთვალთვალებს,ფოტოს ხედავს,თაზოს შვილის სისხლიან მუშტს.და აი აქ ჩნდება მთავარი გმირის დანიშნულება,მისი მიზანი.მან თაზოს შვილი უნდა გადაარჩინოს,მან ის შეცდომები უნდა გამოასწოროს,რაც მათ ადრე დაუშვეს.აი აქედან იწყება უკვე წიგნში ვესტერნი.ულისეს ცნობიერების ნაკადისა და შინაგანი მონოლოგიდან გადადის ძველებურ ვესტერნში,რატომ ახლავე აგიხსნით.არჩილ ქიქოძის სამყარო კინოს სამყაროა,ის ისე ხედავს ყველაფერს,როგორც კინოს,ეს წიგნიც კინოა და ამ წიგნშიც უამრავი მონაკვეთი უკავშირდება ვესტერნს,და მთავარი გმირის საყვარელ რეჟისორს აკირა კუროსავას,წიგნის ფინალიც კი კუროსავას ფერებშია,იქნებ ვინმემ(!) თქვას რომ ეს ვესტერნი კი არა თბილისური გარჩევაა,მაგრამ წიგნის დასაწყისშივე ვკითხულობთ „დავსხედით ერთხელაც მე და თაზო და ვილაპარაკეთ.ბოლო სიტყვა თაზოსი: -ეგრე მარტო შენ საყვარელ ძველ ვესტერნებშ კლავენ ერთმანეთს ლამაზად - სისხლიც რ არ გამოსდით.ჩაიდებ იარაღს და დაგბრივავენ ან შენ უნდა დაბრიდო ვინმე <...> <...>და მეც დავუჯერე,გადავიფიქრე კონკრეტულ დღეს,ვინ იცის კონკრეტული კაცის მოსაკლავი კონკრეტული იარაღის ყიდვა.დავრჩით ორივე მუშტებისა და თაზოს ღიმილის ანაბარა და მეორე უფრო ხშირად გვშველოდა ვიდრე პირველი“
მთავარ გმირს უარი აქვს ამ გარჩევებზე ნათქვამი.მაგრამ ახლა მისი მეგობრის შვილის გამო ისევ იწყებს,ოღონდ ფერებით ეს ვესტერნია. ისევ მოვიშველიებ ორიოდ ციტატას წიგნიდან: „ექვს საათამდე კიდევ არის დრო.მოულოდნელად ამოვარდნილი ქარი ჩემ გარშემო უსიამოვნოდ აშრიალებს ხეებს.ცა სულ უფრო და უფრო შავდება.ძიძები და ბავშვები,პატრონები და ძაღლები,შეყვარებულებიც კი სასწრაფოდ ტოვებენ პარკს და ადგილს გვითავისუფლებენ“ არ გიყურებიათ ვესტერნები?არ გინახავთ შვიდი სამურაი და კუროსავას წვიმა?მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც მერე ხდება.ეს კი კლასიკური ვესტერნის კლიშეა.გიყურებიათ უდაბნოს თეთრი მზე?იქ მოხუცი მესაზღვრეა,რომელიც ადრე ბანდიტების რისხვა იყო,ახლა ცოლს უჯერებს და სახლიდან აღარ გამოდის,მაგრამ ბოლო ბრძოლისას,მაინც გამოეპარება ცოლს.ეს დაცემულის აღდგომაა,ლეო ისევ ისე ძველი ბიჭი ხდება და გირშრის კრიალოსანსაც ისე სცემს,როგორც რევოლვერს. საბოლოოდ კი ჩვენმა მთავარმა გმირმა,რომელსაც მომავალი არ აქვს,მხოლოდ წარსული,ყოფილი ცოლები და ყოფილი კინოები.ორ ადამიანს მისცა მომავალი,თაზოს შვილს და ლეოს,რომელიც მედიკოს სახლში შეყავს,იმის შემდეგ რაც შემთხვევით დაჭრიან. გადარჩა გიო,რომელსაც ლეო მიეხმარა და დაიხსნა ქუჩის ბიჭებიდან და იქნებ ლეოს კიდეც რამე მომავალი ჰქონდეს მედიკოსთან,რომელიც სულ უყვარდა. წიგნს ავტორი ძალიან ლამაზი მეტაფორით ამთავრებს. „მოკლედ,იაპონელებს ჰქონიათ,ეგეთი ხელოვნება,რომ საგანგებოდ ამტვრევენ თიხის ქოთნებს და მერე ოქროთი აწებებენ“ ჯამში კი,თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ბუდნოვან ადგილს და ალაგ-ალაგ ცუდად დაწერილ დიალოგებს,კაცური წიგნია..
გამოყენებული ლიტერატურა არ მაქვს.
--------------------
სახლები დავუწვათ!
|