
არის ადამიანი, რომლის მოკვლის სურვილიც ჯერ კიდევ არასდროს მქონია.
ეს შენ ხარ.
შენ შეგიძლია იარო ქუჩებში, დალიო და იარო ქუჩებში, მე შენ არ მოგკლავ.
ნუ გეშინია. ქალაქი უსაფრთხოა, ერთადერთი, რაც ქალაქში საშიშია, ეს მე ვარ.
მე დავდივარ, დავდივარ ქუჩებში, ვკლავ.~
მაგრამ შენ, შენ არაფრის გეშინია.
თუ მე შენ ვიქნებოდი, ეს იმიტომ, რომ მე მიყვარს შენი ნაბიჯების რიტმი. ბარბაცებ.ლამაზია. შეიძლება ითქვას, რომ კოჭლობ. და რომ კუზიანი ხარ. შენ ეს არ ხარ სინამდვილეში. დრო და დრო იმართები და მიდიხარ სწორად. მაგრამ მე, მე შენი მიყვარხარ გვიან ღამის საათებში, როდესაც სუსტი ხარ, როცა ყოვნდები, როცა ჩერდები.
მე შენ ვარ, თრთი, სიცივისა თუ შიშისაგან. არადა ცხელა.
არასდროს, თითქმის არასდროს, შეიძლება არასდროს ასეთი სიცხე არ ყოფილა ჩვენს ქალაქში.
და რისი შეიძლება გეშინოდეს?
ჩემი?
მე არ ვარ შენი მტერი. მე მიყვარხარ.
და სხვას არავის შეუძლია რამე დაგიშავოს.
ნუ გეშინია, მე აქ ვარ. დაგიცავ.
თუმცა მეც ვიტანჯები.
ჩემი ცრემლები - წვიმის მსხვილი წვეთები სახეზე ჩამოგორდნენ. ღამე მფარავს. მთვარე მანათებს. ღრუბლები მმალავენ. ქარი მგლეჯს. რაღაც სინაზეს ვგრძნობ შენ მიმართ.ასე მემართება ხანდახან. ძალიან იშვიათად. რატომ შენ მიმართ? ეს არ ვიცი.
მინდა, გამოგყვე ძალიან შორს, ყველგან, დიდხანს.
მინდა, ვხედავდე შენს ტანჯვას კიდევ უფრო მეტად.
მინდა, გქონდეს ყველაფერი საკმარისზე მეტი.
მინდა, რომ მოხვიდე და მთხოვდე, მიგიღო.
მინდა, რომ გსურდე, გინდოდე, გიყვარდე, მეძახდე.
მაშინ მოგაქცევ მკლავებში, გულზე მიგიკრავ, შენ იქნები ჩემი ბავშვი, საყვარელი, სიყვარული.
გატარებ.
შენ გეშინოდა დაბადების, ახლა კი გეშინია სიკვდილის.
ყველაფრის გეშინია.
არაა საჭირო, გეშინოდეს.
უბრალოდ, არსებობს ერთი დიდი ბორბალი, რომელიც ბრუნავს, მას ეწოდება მარადისობა.
ეს მე ვარ, რომელიც ატრიალებს ამ ბორბალს.
შენ არ უნდა გეშინოდეს ჩემი.
არც ამ დიდი ბორბლის.
ერთადერთი რამე, რისიც შეიძლება გეშინოდეს, რამაც შეიძლება, ზიანი მოგაყენოს, ეს ცხოვრებაა, და შენ მას უკვე იცნობ.
Yo lloré porque no tenía zapatos, hasta que ví a un niño que no tenía pies.
The minute you settle for less than you deserve, you get even less than you settled for.
Il vaut mieux être à la suite des lions qu'à la tête des renards.