ამ კვირას, ეტვუდის კვირეული მოვიწყე,
,,მხევლის წიგნი" გადავკითხე და უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა აღწერილმა,
თითქოს დღევანდელობასთან პარალელების გავლება მოახერხა ჩემმა ქვეცნობიერმა,
თან კითხვისას, ლაიტმოტივად გამსდევდა ჩემი ერთი ახლობლის მონაყოლი, გინეკოლოგი რომ ყოველ ვიზიტზე ახსენებს,
ერთი მისია გაქვთ ქალებს შესასრულებელი და თქვენს ორგანიზმს სულ არ უფრთხილდებით,
რა უმსგავსობაა, ფასეული რესურსის ასე არ გამოყენებაო
ეტვუდის კითხვისას, მინდა, ხოლმე, მისი წიგნები დიდი რაოდენობით შევიძინო და ჩემს ყველა ნაცნობს, 12-დან ზემოთ, ჩამოვურიგო,
რომ წაიკითხონ და, ცოტათი მაინც, პროტესტის გრძნობა გაუჩნდეთ იმ ხალხისდამი, ვინც ქალებს მოსიარულე საშვილოსნოებად აღიქვამს.
ეტვუდი ერთგან წერდა, რომ ტრამპის არჩევით, ,,მხევლის წიგნის" გაყიდვების რაოდენობამ იმატა...
წელს, სერიალის გადაღებაც დაუწყიათ,
თუ არ დამეზარა სერიალსაც ჩავუჯდები, თუმცა იმდენად არ მიყვარს ეკრანიზაციები, ცოტა საეჭვოა მოვახერხო.