ცოტახნის წინ, წიგნების თარო დავალაგე და ბევრი ისეთი წიგნი აღმოვაჩინე,
რომელიც კარგახანია წასაკითხი წიგნების რიგში დგას.
რამდენიმე წიგნი წავიკითხე, ამ ცხელ დღეებში, თუმცა ისეთი არაფერი.
1- თინეიჯერობის გახსენება მომინდა და ადერის ,,მეოცნებენი" წავიკითხე.
კითხვისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს,
თუმცა ამან გამოიწვია ის, რომ ბოლო მომენტამდე წიგნში ჩემთვის არაფერი ახალი და საინტერესო არ იყო.
საკმაოდ მოსაწყენია, როცა წიგნს კადრებით გაჩვენებენ და არ გიყვებიან.
თუმცა სულ რაღაც ნახევარი დღე დავკარგე ამ წიგნის კითხვაზე და წუწუნს აღარ გავაგრძელებ.
2- ფამუქის ,,მე წითელი მქვია" მედო თაროზე, 2010 წლიდან.
სინდისმა შემაწუხასავით და წავიკითხე.
ფამუქი, როგორც ყოველთვის, საოცრად მონოტონური და მოსაწყენი იყო.
ამ კაცის წიგნებში სულ ერთი ქარგაა, უბრალოდ სახელებს, დეტალებს და ისტორიას ცვლის.
მაგრამ კითხვისას მაინც გრძნობ, რომ ბოლოში არაფერი ისეთი არ დაგხვდება,
რაც, მომავალში, ამ წიგნისადმი დაბრუნების სურვილს გაგიჩენს.
ფამუქს კარგახანს ვეწვლე.
ვერ ვიტან ისეთ წიგნებს, რომელიც იმდენად ცუდად არის დაწერილი, რომ კითხვისას უნდა ეწვალო.
თან ჩემს წიგნს გარეკანზე, დიდისამბით, ეწერა, რომ ფამუქს აღმოსავლურ ეკოს უწოდებენ...
რამდენჯერაც გარეკანზე ამ ფრაზას მოვკრავდი თვალს,
იმდენჯერ იმ ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე ვფიქრობდი,
რომელმაც ეს შედარება მოიფიქრება
3- ვერმესის ,,ის კვლავ აქ არის" წავიკითხე და როგორც იქნა, მომენტებში, გავხალისდი.
მოწყენილობას, მაინც ჯობია.
პრინციპში, არც აქ წამიკითხავს ისეთი რამ, რაზეც მანამდე არ მიფიქრია.
თუმცა ისეთი საკითხია, რომელზეც ძალიან ბევრი უნდა დაიწეროს.
ჰიტლერის ან სხვა რომელიმე ნაცისტის, ფაშისტის ,,აქ ყოფნა" საქართველოშიც იგრძნობა.
არადა, ბავშვობაში, სულ მიკვირდა, როგორ შეეძლოთ ადამიანებს ღაპაღუპით ცრემლები ეღვარათ გენოციდის ამსახველ ფილმზე
და მერე ეზოში გასულებს, ვინმესთან ეჩხუბათ ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით, განსხვავების გამო.
ამ ფორუმზეც, ზოგიერთ თემაში, ისეთი აზრები იწერება, ჰიტლერს რომ არაფრით ჩამოუვარდება.
თაროზე კიდევ ძალიან ბევრი წასაკითხი წიგნი მიდევს, რომელიც რიგს ელოდება.