ფორსტმანიმეც მიყვარს მსგავსი ჟანრის რომანები დროის გასაყვანად და მაგიტომაც ვკითხულობ ხოლმე. მაგრამ ეს ძაან ჰოლივუდური ზღაპარია, რემბო რომ მთელ სამყაროს ებრძვის და ტყვიებიც კი არ უთავდება მასეთი ამბავია.
დაკარგული სიმბოლო წაკითხული გაქვს? თუ გაინტერესებს გეტყვი რატომ დავრჩი იმედგაცრუებული.
CIA - მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის, აშშ-ს სადაზვერვო სამსახური (და პირადად მისი დირექტორი ხელმძღვანელობს ამ საქმეს) და ყველა ჩართულია ერთ დაღლევებულ პროფესორს დასდევენ ერთ შენობაში და ვერ იჭერენ, წარამარა ხელიდან უსხლტებათ, მერე გაურბის ბიბლიოთეკაში და ესენი მთელ ვაშინგტონში ეძებენ, როცა იმას ჩართული მობილური უდევს ჯიბეში და ვისაც უნდა იმას ურეკავს. გურჯაანის პატრული იპოვიდა მარტო ტელეფონით, სანამ გადაგდება მოიფიქრა. ნახევარი წიგნი მარტო ეს დევნაა.
თურქეთში, სტამბულის ციხეში ზის ტიპი ნარკოტიკებზე და თავის საკანში ციხის დირექტორის საუბრები ესმის, სიტყვა არ გამოეპარება. ვენტილაციის მილიდან

ისე ესმის თითქოს იმის კაბინეტში იჯდეს. მაგ საუბრების მოსმენას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჭირდებოდა ავტორს და მოასმენინა თავის პერსონაჟს.
ერთი მარტოხელა მანიაკი რომელსაც ერთი დამხმარეც კი არ ყავს, პარიკებით და გადაცმულ-გადმოცმული შედის სამთავრობო შენობებში და ყველგან სადაც უნდა და შეაქვს რაც უნდა და გამოდის როცა უნდა, თან მთავარი შესასვლელებიდან და კაპიტოლიუმის დაცვაც კი აზრზე ვერ მოდის როგორ ეპარებათ.
ტიპს კუბოს მსგავს ჰერმეტულ ყუთში კეტავენ, ამ ყუთს წყლით ავსებენ და ახრჩობენ. გამოვიგლოვე და რამდენიმე საათში აგერ არ ამოყვანეს ცოცხალი? თურმე წყალი კი არა, წყლის მსგავსი სითხე ყოფილა, რომელიც დიდი რაოდენობით ჟანგბადს შეიცავს და იმაში დამხრჩვალი კაცი მაინც ცოცხლობს, იმიტომ რომ ორგანიზმი იმ სითხისგან იღებს საკმარის ჟანგბადს

წითელქუდაში მგელს რომ მუცელს უჭრიან და ცოცხალი ბებია ამოყავთ ზუსტად ეგ პონტია.
რამდენი დავწერო, მეზარება, სულ ასეთი გულუბრყვილო რაღაცეებია.
ყველაზე მთავარი არის ის, რაზეც აწყობილია მთელი რომანი.
მასონების პირამიდაზე სიმბოლოებით და კოდებით დაშიფრულია რაღაც სიტყვა რომლის გაგებასაც ცდილობს ამდენი ხალხი. ამ სიტყვის გასაგებად მიდის ხოცვა-ჟლეტა და დედის წიოკი.
ეს სიტყვა ფარავს კაცობრიობის უდიდეს ცოდნას.
თუ ეს სიტყვა გაბაზრდა სამყარო შეიცვლება.
ვინც ამ სიტყვას გაშიფრავს უდიდესი ძალაუფლების პატრონი გახდება და ა.შ. და ა.შ
764 გვერდი ველოდე როგორმე გაეშიფრათ ეს სიმბოლოები და როგორც იქნა გაირკვა -
ეს სიტყვა ყოფილა - ბიბლია.
ბიბლია თუ კაცობრიობის უდიდეს ცოდნას მოიცავს რა იყო მაგაში გასასაიდუმლოებელი და სიმბოლოებით დასაშიფრი ვერ გავიგე.