ბენქსის ,,Walking on Glass" წავიკითხე.
ერთობ უცნაური წიგნია. თავიდან ძალიან უღიმღამოდ იწყება. პირველ სამ თავში ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებულ სიუჟეტს და პერსონაჟებს ხვდები, ვერ იგებ მოთხრობების კრებულია, პოსტმოდერნისტული თამაშია, ავტორი რიგითი გრაფომანია თუ რა ხდება. წიგნის გადადებაც კი მომინდა.
მაგრამ რაც უფრო მეტს კითხულობ, მით უფრო გითრევს. და როცა პირველ 50გვერდს გადალახავ, ამბავიც თითქოს უფრო გასაგები ხდება. პირველ რიგში იმას აცნობიერებ, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოთხრობების კრებული მაინც არ არის, (იქნებ არის კიდეც, გააჩნია როგორ წაიკითხავ). ჟანრების იმდენად ეკლექტური ნარევია, ბოლომდე წაკითხვის შემდეგაც რთულია განსაზღვრო რასთან გქონდა საქმე: ბორხესის და კაფკას ფანფიკისეულ ალუზიასთან, სადღაც უკვე ნანახ ფილმთან თუ ლიტ. ექსპერიმენტთან. სამი ერთმანეთისგან სრულად განსხვავებული ისტორია: ერთი შეხედვით, ბანალური, უიღბლო ლავსთორი; ,,ფანატიკოსი“, გულუბრყვილო, ტიპის „შეთქმულების თეორია“ და ალუზია მოხუცთა თავშესაფარის ორ მკვიდრზე, ერთმანეთთან ისეა გადაბმული რომ უკმარისობის განცდას და სიუჟეტთან მიბრუნების სურვილს ტოვებს.
მთლიანობაში, არც სიუჟეტები და არც პერსონაჟების ხასიათიები არ არის ბოლომდე გაწერილი, რითიც ავტორი მკითხველს უსაზღვრო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.
დღეს დავასრულე კითხვა და ჯერ ვერ გავერკვიე მომეწონა თუ არ. ემოციების დონეზე, უფრო მომეწონა, რადგან ინტერპრეტაციისთვის და პოსტმოდერნისტული თამაშისთვის დიდი სივრცეა, რაც თანამედროვე ლიტ-რაში მიზიდავს ხოლმე

პირველი ისტორია, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბარნსის ,,დასასრულის განცდას" მაგონებდა.