კარგი პოეტი იყო!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს!
,,პოეტის სიდიდეს ხაზს კიდევ ერთი დეტალი უსვამს – მისი ამღერებული ლექსები, ანუ ჯანსუღს სიმღერის ტექსტი არასოდეს დაუწერია. ყველა სიმღერა მის უკვე დაწერილ ლექსზე შეიქმნა. მუსიკოსები ამბობენ, ჯანსუღის პოეზია თავადაა მუსიკაო. ამიტომაც, მაცაცო სეფისკვერაძემ, ნუნუ გაბუნიამ, ვაჟა აზარაშვილმა, ნუნუ დუღაშვილმა, ჯემალ სეფიაშვილმა, მარიკო კვალიაშვილმა და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენმა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა მის ლექსებზე უკვდავი სიმღერები შექმნეს… საერთოდ, სიმღერა ბატონი ჯანსუღის 150 ლექსზეა დაწერილი…
ეს ამბავი 1969 წლის 16 დეკემბერს მოხდა… მაშინ ბატონი ჯანსუღი ჟურნალ «ცისკრის» რედაქტორი გახლდათ…
როგორც ჩანს, ინფორმაციამ გაჟონა, «ცისკარში» რეზო ჯაფარიძის ანტისაბჭოური წერილი იბეჭდება მცხეთის ჯვართან დაკავშირებითო… ასეთი წერილები მაშინ საბჭოთა კავშირისთვის ძირგამომთხრელ პროპაგანდად ითვლებოდა და, წესით, მხოლოდ წერილის ავტორი კი არა, «ცისკრის» რედაქტორი, ჯანსუღ ჩარკვიანიც უნდა «გაეციმბირებინათ», მაგრამ პირველ ეტაპზე, გაციმბირებაზე მეტად ის იყო მთავარი, რომ რეზო ჯაფარიძის თხემით ტერფამდე პროქართულ წერილს დღის სინათლე არ ენახა… წითელმა იდეოლოგებმა, როგორც ჩანს, კარგად იცოდნენ, რომ ბატონი ჯანსუღის ცეკა-ში დაბარება შედეგს არ მოიტანდა – მაინც თავისას გააკეთებდა.
ვინ დაგეგმა ჟურნალის დახვრეტის სპეცოპერაცია – რესპუბლიკის ხელმძღვანელმა თუ ცეკა-ს იდეოლოგებმა? – ამას, ალბათ, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია: შუაღამისას, როცა ჟურნალი რედაქციამ დასაბეჭდად გააგზავნა, სტამბაში საბჭოთა კავშირის ამიერკავკასიის სამხედრო ქვედანაყოფი, ე.წ. მერვე პოლკი შეიჭრა და «ცისკარი» ხიშტებით დახვრიტა. სტამბის მუშებმა ივაჟკაცეს და 75-ათასიდან რამდენიმე ეგზემპლარი გადაარჩინეს. ასე შემორჩა ისტორიას დახვრეტილი «ცისკარი»…
«ცისკარი», პრაქტიკულად, ანტისაბჭოური პროპაგანდის ხან ღია და ხან ფარულ ტრიბუნად იქცა. აკაკი ბაქრაძის ანტისაბჭოური წერილებიც სწორედ «ცისკარში» ქვეყნდებოდა.
ცალკე საუბრის თემაა ჭაბუა ამირეჯიბის «დათა თუთაშხია»: «თუთაშხიაში» ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და სახასიათო სეთურის სოფელია. ერთხელ, ბატონმა ჯანსუღმა მიამბო, ჭაბუას რბილად ჰქონდა დაწერილი და ჩემი რჩევით, სეთურის სოფელი გაამძაფრაო.
გურამ ფანჯიკიძის «თვალი პატიოსანის» ისტორიაც საინტერესოა. ამ ნაწარმოებს თავიდან, თურმე, «მარცხნიდან მარჯვნივ» ერქვა, მაგრამ ბატონი ჯანსუღის თხოვნით, გურამ ფანჯიკიძემ რომანს «თვალი პატიოსანი» დაარქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები დღის სინათლეს ვერ იხილავდა, რადგან იგი საბჭოთა ნომენკლატურაში გამეფებულ კორუფციასა და წითელი ჩინოვნიკების ოჯახის წევრთა მაქინაციებს ამხელდა. სხვათა შორის, «თვალი პატიოსანის» გამოქვეყნების შემდეგ, ჯანსუღ ჩარკვიანი და გურამ ფანჯიკიძე ცეკა-ში ცალ-ცალკე დაუბარებიათ. ჯანსუღს უთქვამს, გურამი რატომ უნდა დასაჯოთ, მთავარი რედაქტორი მე ვარ და «ცისკარშიც» რომანი მე გამოვაქვეყნეო. გურამ ფანჯიკიძესაც იგივე გაუმეორებია, ჯანსუღი რა შუაშია, თუ დასჯაა, მე უნდა დავისაჯო, რადგან რომანის ავტორი ვარო…
1978 წლის 14 აპრილი და 1989 წლის 9 აპრილი. მაშინ, როცა ცეკა-ს აქტივი საქართველოში საბჭოთა ჯარის ქვედანაყოფების შემოყვანასა და მოშიმშილე ქართველი ახალგაზრდების უსასტიკესად დასჯას სულ ტაშის გრიალში ითხოვდა, პარქტიკულად, ჯანსუღ ჩარკვიანი ერთადერთი იყო, რომელმაც ამ სისხლიან ინიციატივას მხარი არ დაუჭირა და აქტივს მიმართა კიდეც, ხალხნო, ტაშს რას უკრავთო. ამას ადასტურებს ბატონი ჯუმბერ პატიაშვილიც, რომელმაც ჯანსუღ ჩარკვიანის ეს გამოსვლა თავის წიგნში შეიტანა…
http://www.timer.ge/rusuli-khishtebith-dak...vianis-ciskari/ This post has been edited by iren765 on 6 Nov 2017, 16:01
https://www.viagrasansordonnancefr.com/acheter-sildenafil-sandoz/ - acheter sildenafil sandoz www.viagrasansordonnancefr.com