სულ არ ვარ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მკითხველი, მაგრამ ამაზე ძალიან გამეცინა.
,,იმედინიუსმა" სტატია ისე თარგმნა, როგორც ქართულ ყვითელ პრესას შეეფერება.
რეალურად, ორიგინალ სტატიაში, სულ სხვა რამეზეა საუბარი.
კოგნიტური ფსიქოლოგები დაინტერესდნენ ლიტერატურის სამეცნიერო კვლევით (რამდენად ღირებულია, საერთოდ, ეს კვლევა - რა თქმა უნდა, საკამათო საკითხია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვლევა ამერიკაში ჩატარდა, სადაც ყველაფერს იკვლევენ, რაც მოუნდებათ, მთავარია კვლევითი გრანტი იყოს).
ჰიპოთეზა იყო იმაში, რომ მკითხველების (რაღაც ჯგუფს) აქვს წინასწარგანწყობა ლიტერატურის ჟანრების მიმართ და ამ წინასწარგანწყობიდან გამომდინარე კითხულობენ ტექსტს.
არ არის მთლად უინტერესო ჰიპოთეზა.
შეიძლება ქართულ რეალობას მოვარგოთ. რენდომზე ავიღოთ 150 ადამიანი: სხვადასხვა სოციალურ კლასში შემავალი მკითხველები, რომლებიც განსხვავდებიან ასაკის, სქესის და ინტერესის მიხედვით და ვთხოვოთ, რომ წაიკითხონ ორი სხვადასხვა ტექსტი და გაგვიზიარონ შთაბეჭდილებები, საინტერესოა რა შედეგს მივიღებთ. ქართული რეალობისთვის, მე თანამედროვე ლიტ-რის ნაცვლად, ლოკალურ სივრცეში პოპულარულ წიგნს ავიღებდი.
ტექსტად, მაგალითად, ავიღოთ საქართველოში პოპულარული ,,ჯადოსნური მთიდან" 1 გვერდი, ცოტათი შევცვალოთ და პირველ ცდაზე მკითხველს ვუთხრათ, რომ ძალიან სერიოზულ ლიტ-რას ვაკითხებთ. თუმცა არ ვუთხრათ ვინ არის ავტორი, მთავარია, რომ იცოდნენ რომ რაღაც ,,სერიოზულს" ვაკითხებთ.
მეორე ჯერზე, იგივე ტექსტში შევცვალოთ ფონი, მოქმედების არეალი გადავიტანოთ კოსმოსში ან არარეალურ სამყაროში; ნაცნობი ადგილები ჩავანაცვლოთ სხვა სამყაროებით, ადამიანები კი ანდროიდებით და მკითხველს ვუთხრათ, რომ ისინი სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობენ.
ვფიქრობ, მართლაც არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივ მკითხველს, რომელიც, დიდად, ლიტ-რაში ვერ ერკვევა და არც სამეცნიერო ფანტასტიკა იზიდავს, პირიქით აქვს ცრურწმენა, რომ დოსტოევსკის ან თომას მანის შემოქმედება, აპრიორი, ,,მაგარ ლიტ-რად" მიიჩნოს, რადგან ,,მათ ყველა აღიარებს", ხოლო სამეცნიერო ფანტასტიკა ,,ნაკლებად ღირებულად", რადგან არ არის ,,საზოგადოებაში სათანადოდ დაფასებული". შესაძლებელია, რომ ასეთი ტიპის მკითხველი იგივე წინასწარგანწყობით მოიქცეს და ტექსტი, რომელზეც ეუბნებიან, რომ ,,ნახე, ეს სერიოზული ლიტ-რაა" - ყურადღებით წაიკითხოს. ხოლო, მეორე ტექსტი, რომელზეც ეუბნებიან, რომ ეს ,,არც ისე სერიოზული ლიტ-რაა" ნაკლები ინტერესით წაიკითხოს.
მოკლედ, ავტორს ამის თქმა უნდა: