კვირას 17 ნოემბერს 13:30 საათზე ექსპო ჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეების მთავარ სცენაზე
დისკუსია: შეხვედრა რამასთან - ართურ კალარკი და სამეცნიერო ფანტასტიკა.რა გამოარჩევს კლარკის ფანტასტიკას სხვებისგან? მისი წიგნები უმეტესად მიეკუთვნება ე.წ. "ხისტი ფანტასტიკის" ქვეჟანრს, რომელიც მაქსიმალურად მიყვება ფიზიკის ჩვენთვის ცნობილ კანონებს და ეყრდნობა მეცნიერების მიღწევებს. ავტორს ადამიანურ ურთიერთობებზე მეტად ტექნიკური დეტალები აღაფრთოვანებს. ამის შესანიშნავი მაგალითია "შეხვედრა რამასთან", სადაც უცხოპლანეტური მეგასტრუქტურა წიგნის არანაკლებ მნიშვნელოვანი პერსონაჟია, ვიდრე მისი ადამიანი პერსონაჟები.
სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრებზე, ხისტ ფანტასტიკასა და რამაზე ისაუბრებენ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის მკვლევარი, მთარგმნელი ქეთი ჩართოლანი და NEXT.on.ge-ს მთავარი რედაქტორი, მწერალი დათო სამნიაშვილი.
This post has been edited by რიკოჰ on 13 Nov 2024, 16:02