#62599074 · 22 May 2026, 10:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Pannialny
პირველი კი, ანუ საკუთრივ ეს წიგნი საკმაოდ კარგია, რადგან მე პირადად ხისტი სამეცნიერო-ფანტასტიკის მოყვარული ვარ და ამ კუთხით ჩემი აზრით ეს პირველი წიგნი საკმაოდ კარგია. პირველს ვამბობ, რადგან რამას სამყარო ოთხწიგნეულია, პირველი საკუთრივ ეს, - შეხვედრა რამასთან, შემდეგ მოდის რამა-2, რამას ბაღები და რამა გაცხადებული. ეს დანარჩენი სამი სრულიად სხვა სიუჟეტია, სხვა პერსონაჟებით და სამეცნიერო-ფანტასტიკა იმდენად არა, რამდენადაც ფილოსოფიური მძაფრსიუჟეტიანი ბელეტრისტიკაა. ეს დანარჩენი სამი კლარკს არც ეკუთვნის ფაქტობრივად, მხოლოდ ზოგადი ჩარჩოები მოხაზა და სხვამ დაწერა, ჯენტრი ლიმ. ჯენტრი ლიმ სრულიად დამოუკიდებლად დაწერა რამას სამყაროს კიდევ ორი წიგნი - ნათელი მაცნეები და ორმაგი სავსემთვარეობა, რომლებიც კლასიკურ ტეტრალოგიაში არ შედის.
|