The Expanse-ს ციკლის მეხუთე წიგნი, Nemesis Games დავამთავრე.
ვთქვა, რომ ძალიან კარგი წიგნია, კარგი სიუჟეტი აქვს და მოულოდნელი დასაწყისი და მოულოდნელი ფინალი, იგივეა, რომ არაფერი ვთქვა.
რაც თვალში მომხვდა, იმას ვიტყვი.
ამ წიგნში მეტ-ნაკლები სისრულით პირველად იხსნება მთავარი პერსონაჟები. ყველაფერი რა - შინაგანი სამყარო, წარსული, ფსიქოტიპი და ა. შ. ეს ყველაფერი მიდის ნონ-სტოპ ექშენის ფონზე, ამოუსუნთქავად და განსაკუთრებით საინტერესო ალბათ ეს არის.
ამ წიგნში პირველად მეტ-ნაკლებად უფრო მასშტაბურად შემოდის მკრ, რომელიც აქამდე მუდამ უკანა პლანზე იყო გადაწეული დედამიწის და სარტყელის ფონზე.
ამ წიგნში შემოსულმა ახალმა ანტაგონისტმა ჩემზე მაოზე უფრო მეტად მიზანთროპის შთაბეჭდილება დატოვა.
პირადად მე, მიკვირს როგორ ახერხებენ ავტორები, რომ წიგნიდან წიგნამდე ხარისხი არ დაეცეს, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე და პირიქით გაიზარდოს. ერთი სული მქონდა, როდის ჩავუჯდებოდი ხელახლა, როცა ამა თუ იმ მიზეზით, კითხვას ვწყვეტდი. კარგი, მე ისედაც ფანი ვარ ამ ციკლის, მაგრამ მართლა ასეა - თამასას დაბლა არ სწევენ.
პირდაპირ ხელები მექავება დასასპოილერებლად.
P. S. ავასარალა, როგორც ყოველთვის, შეუდარებელია.
--------------------
ახლა ჩამოვქაჩე მეექვსე წიგნი Babylons Ashes. გემრიელი ლუკმა საღამოსკენ.
This post has been edited by ქაფქიანა on 27 Jun 2018, 10:42