#52118543 · 4 Feb 2018, 16:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაკონურად აზრის გამოთქმაში ძლიერი არ ვარ. კონკურსებშიც არ მიმართლებს. ელ.რიდერებსაც ვერ ვამუღამებ. ძველად მქონდა და მეც გავაჩუქე. რიდერში წაკითხულ ტექსტი ისე არ მამახსოვრდება, როგორც ბეჭდურ ვერსიაში. ალბათ, ძველმოდური ვარ, თან ფურცლების ფურცვლა მსიამოვნებს, ასე ტექსტსაც უკეთესად ვიმახსოვრებ. სამი საუკეთესო წიგნის გამორჩევაც გამიჭირდება, განწყობის მიხედვით ვკითხულობ და განწყობის მიხედვით, სხვადასხვა დროს და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ავტორის შემოქმედება მომწონს. ჯერ მარტო, ,,ჩემთვის საუკეთესოში" იმდენი კატეგორია შემიძლია ჩამოვწერო: 3 საუკეთესო წიგნი, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე და ავღფრთოვანდი. 3 საუკეთესო წიგნი, რომელიც თინეიჯერობაში წავიკითხე და ჩემი წარმოდგენა სამყაროზე შეცვალა. 3 საუკეთესო წიგნი მსოფლიო შედევრებიდან, რომელთა ავტორების წინაშე ქედს ვიხრი. 3 საუკეთესო წიგნი, რომელიც მინდა რომ ჩემი დაწერილი იყოს. 3 საუკეთესო წიგნი, მეოცე საუკუნის 30 წლების ავტორებიდან, 50-იანებიდან, 70-იანებიდან, 90-იანებიდან 3 საუკეთესო წიგნი თანამედროვე ლიტერატურიდან… 3 საუკეთესო ბოლოს წაკითხულებიდან… და.აშ. ან რატომ მაინცდამაინც სამი? სულ მცირე, ათი წიგნის ჩამოთვლა შემიძლია, რომელმაც სხვადასხვა დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ან რაღაც განცდა დამიტოვა. მოკლედ, კონკურსებში მაინც არ მიმართლებს. სულ კონკურსის პირობებს ვაკრიტიკებ ხოლმე :)
უბრალოდ, შემოსული ვიყავი და თემაში დავფიქსირდი.
რახანც დავფიქსირდი, მეც დავწერ, პირველი რაც გამახსენდა: 1- ,,გერმანტების მხარეს"- მ.პრუსტი - ,,რომანი ეგზისტენცია" - როგორც ყოველდღიურების და საკუთარი ადგილის ამ ყოველდღიურობაში გააზრების მცდელობა: ცხოვრება, როგორც თვითანალიზი. 2- ,,Homo faber»- მ. ფრიში - წიგნი, როგორც მეოცე საუკუნის ინტროსპექცია: დაკარგული თაობა, კულტურის კრიზისი, საკუთარი ადგილის ძიება სამყაროში, პიროვნული კრიზისი... 3- ,,სოფის არჩევანი" - უ. სტაირონი- როგორ იჭრება ომი ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში: არჩევანი, როგორც ტრავმა; პიროვნების კრიზისი...
|