გააჩნია, როგორი საკითხავია. თან დროის ამბავიცაა, ხანდახან, კვირაში 10 გვერდის წაკითხვას თუ ვახერხებ.
ყველაზე დიდი რაც სწრაფად წამიკითხავს, დაახლოებით 900 გვერდამდე, ჰარი პოტერის მეხუთე ტომია.

მახსოვს, რომ გამოვიდა, დაახლოებით 4-ზე მოვიტანე სახლში და მაშინვე კითხვა დავიწყე. დილის 7 საათზე მოვრჩი.

ადრე უფრო ვახერხებდი ბევრის კითხვას. კვირაში 7-8 წიგნს, ხანდახან მეტსაც, თავისუფლად ვკითხულობდი. დღეში 300-600 გვერდიანი დამიმთავრებია უპრობლემოდ. ახლა ნაკლებად.
ვისაც დრო გაქვთ და პასუხისმგებლობა არ მოგმატებიათ, გამოიყენეთ ეგ თავისუფალი დრო.
This post has been edited by ValenTine_Kelly on 27 Mar 2018, 18:44