* თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის ონლაინ გამოფენა-გაყიდვის მონაწილეთა სია ცნობილია!
* მხოლოდ ამ ბმულზე თქვენ ნახავთ თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვის ვირტუალურ პავილიონს -
http://www.gpba.ge/ge/new/150/ * მოძებნეთ თქვენთვის საინტერესო გამომცემლობა თუ წიგნის მაღაზია და სასურველი წიგნის შესაძენად ისარგებლეთ გამომცემლობის ლოგოს ქვეშ განთავსებული ორი ბმულით.
* პირველი ბმულის საშუალებით შეძლებთ დაათვალიეროთ გამომცემლობის საფესტივალო კატალოგი. მონაწილე გამომცემლობების კატალოგები შეივსება ეტაპობრივად!
* მეორე ბმულზე, რომელიც 30 მაისს 11:00 საათზე დაემატება, შეძლებთ ონლაინ კატალოგში მითითებული წიგნების შეძენას მხოლოდ 30 და 31 მაისს მოქმედ სპეციალურ საფესტივალო ფასად.
* ონლაინ გაყიდვის უნიკალური ბმული გადაგამისამართებთ სხვადასხვა ტიპის ონლაინ მაღაზიებში. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული მსგავსი მაღაზია თუ პლატფორმა საფესტივალო ფასდაკლებას გთავაზობთ მხოლოდ კონკრეტული გამომცემლობ(ებ)ის წიგნებზე და აქვს წიგნის შეძენის ინდივიდუალური ინსტრუქცია, რომელსაც წიგნის შეძენამდე დეტალურად უნდა გაეცნოთ.
* წიგნების შეძენის შემდეგ, მათ დათქმულ ვადაში მოწოდებაზეც კონკრეტული გამომცემლობა და მათ მიერ შერჩეული ონლაინ მაღაზიაა პასუხისმგებელი. მიტანის სერვისის არეალი მითითებულია ონლაინ გაყიდვის ლოგოს ქვემოთ.
კატალოგები პერიოდულად განახლდებაო.