გული მიგრძნობდა რომ არ ჩატარდებოდა, მაგრამ იმედი მაინც ბოლოს კვდება.
სექტემბრის დასაწყისში ჯობდა ჩაეტარებინათ. მოვასწრებდით გასვლას...
რეალურ სივრცეში წიგნებთან შეხების, მათი სუნის შეგრძნების გარეშე, ონლაინ არ მსიამოვნებს შეძენა.
თან ფესტივალს თავის მუღამი აქვს, დაჯდები, ლექციას მოისმენ, რომელიმე მწერალს მიაჭრი და ავტოგრაფს გამოართმევ, საყვარელი ავტორის მთარგმნელს დაელპარაკები, აზრებს გაცვლით,
ბოლოს, წიგნების გარდა ბევრი ახალი და სასიამოვნო ინფოთი დამძიმებული გამოდიხარ პავილიონიდან.
ონლაინ კი, ვიყიდი წიგნს და ეგაა.
მოკლედ, ამ უაზრო კორონამ მთელი წლით დაგვაპაუზა

გუშინ კი გავედი ბუკინისტებთან, ათამდე წიგნიც ვიყიდე, თან ძველად ნაყიდი და თაროზე შემოლაგებული წიგნების ისედაც დიდი მარაგი მაქვს, მაგრამ მაინც დამკლდა ეს ფესტივალი და წიგნებით დამძიმება