ბევრი ვათვალიერე თუ ცოტა, სულ სხვა წიგნები ვიყიდე, ვიდრე დაგეგმილი მქონდა.
,,ლურჯი ოკეანეს" სერიის წიგნებს მივეძალე, ბიზნესვუმენი უნდა გავხდე
დიდი ცდუნების მიუხედავად, ჩემს პირობას ვიცავ, ლიტერატურიდან, ახალ წიგნებს არ ვყიდულობ, სანამ ძველებს არ წავიკითხავ.
არადა, ლამის დავარღვიე ვირჯინიას ოთახის გამო, მაგრამ სულ ბოლო წუთს დავაბრუნე წიგნი, თაროზე.
,,ეს არ არის წიგნი" და ,,მხიარული დღიურიც" ვიყიდე, ზაფხულის საღამოებს გავიხალისებ.
ეჰ, რაც რიდერში კითხვას მივეჩვიე, ლიტარატურაში ფულის გადახდა მენანება,
აღარ ვარ ის ტიპი, ,,ვარდის სახელის" სქელყდიან გამოცემაში 35ლარის გადახდაზე რომ არც დაფიქრდებოდა, ისე იყიდიდა