4L3X
memba namba one

       
ჯგუფი: Members
წერილები: 22008
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14
|
#52796412 · 28 May 2018, 19:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 31 მაისიდან-3 ივნისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს მეოცედ გაიმართება. ფესტივალი, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს ორ პავილიონში ჩატარდება, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 და მე-6 პავილიონებში, ყოველდღე 11:00-დან 20:00-მდე.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება 31 მაისს, 13:00-ზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე.
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და ქალაქ თბილისის მერია. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია ტელეკომპანია "იმედი"
წარმოგიდგენთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ღონისძიებების განრიგს:
„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი
31 მაისი, ხუთშაბათი
13:00-14:00 თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნა, საპატიო სტუმრების წარდგენა. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და მხარდამჭერები; მე-11 პავილიონის მთავარი სცენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი. ქალაქ თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“. მე-11 პავილონის მიმდებარე ტერიტორია 14:00-14:30 თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმრის, მსოფლიო ბესტსელერის ავტორის ჰოლი სმეილის შეხვედრა მკითხველთან. „გამომცემლობა პალიტრა L“ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. მე-11 პავილონის მთავარი სცენა 14:30-15:00 ვლადიმირ სოროკინის რომანის „ქარბუქი“ (მთარგმნელი - სერგო წურწუმია) წარდგენა. გამომცემლობა „ინტელექტი“ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 15:00-15:45 პანელ-დისკუსია ქართველი და გერმანელი მწერლების მონაწილეობით: ულა ლენცე / ირმა ტაველიძე. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 16:00-17:00 შეხვედრა დავით წერედიანთან. გამომცემლობა „ინტელექტი“. გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდი 15:45-16:30 პანელ-დისკუსია ქართველი და გერმანელი მწერლების მონაწილეობით: ოლგა გრიაზნოვა / ლაშა ბუღაძე. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 16:30-17:00 შეხვედრა პროფესორ ემრაჰ საფა გურქანთან, წიგნის „სულთნის ჯაშუშები: დაზვერვა, საბოტაჟი და ქრთამის აღება მე-16-ე საუკუნეში“ წარდგენა. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 17:00-17:20 ერიკ ლის წიგნის „ექსპერიმენტი - საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921“ (წიგნის გამოცემა მიეძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს) წარდგენა (წარმდგენი - გრიგოლ გეგელია, მთარგმნელი - ქეთი ქანთარია). გამომცემლობა „პოეზია“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 17:20-17:40 თენგიზ ღვინერიას ბიოგრაფიული რომანის „მოსიარულე კაცის ფიქრები“ წარდგენა. გამომცემლობა „წიგნი+ერი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 17:40-18:00 ანა მესხის წიგნის „წარსულის ქართველური ლინგვოკულტუროლოგია“ წარდგენა (წარმდგენი - ლია მეტრეველი). გამომცემლობა „საქწიგნი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 18:00-18:20 მერაბ რატიშვილის რომანის „ბედის მწერლები“ წარდგენა. გამომცემლობა „წიგნი+ერი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 18:20-18:40 მაია კახიძის წიგნის „ფიქრიმაიები“ წარდგენა (წარმდგენი - ლია მეტრეველი). გამომცემლობა „საქწიგნი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 18:40-19:00 წიგნის „ჰაინრიჰ ბიოლის 100 - მწერალი და მოქალაქე“ წარდგენა (მომხსენებელი- ლევან ცაგარელი). ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 19:00 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნების ერთობლივი პროექტის - Guests of Honour – Get together პრეზენტაცია - საქართველო, ნორვეგია; მონაწილეები: ერლენდ ლუ, არჩილ ქიქოძე, იურგენ ბოსი, მედეა მეტრეველი, გვანცა ჯობავა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი. სასტუმრო რუმს თბილისი, გარდენ ჰოლი
1 ივნისი, პარასკევი
11:30-12:00 ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. მე-11 პავილონის მთავარი სცენა 12:00-12:30 წიგნის „შეკერეთ თვითონ“ (კონსტრუირება, მოდელირება და კერვის ტექნოლოგია) და აქსესუარის „წიგნის მეგობარი“ წარდგენა. „სუფთა წყალი“. მე-11 პავილონის მთავარი სცენა 12:30-13:00 მაია ხოფერიას წიგნის „გზები“ წარდგენა (წარმდგენი - ლია მეტრეველი). გამომცემლობა „საქწიგნი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 13:00-13:30 სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონის“ ვებსაიტის „booksale.ge“ სიახლეების პრეზენტაცია, სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 13:30-14:00 ირვინ იალომის წიგნის „ფსიქოთერაპია სიყვარულის ჯალათი“ (მთარგმნელები -გიორგი კალანდარიშვილი, ანა ტატულაშვილი) წარდგენა. გამომცემლობა „წიგნი+ერი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 14:00-14:30 ბერნარ მორის წიგნის „რატომ ირჩევენ რუსები პუტინს“ (მთარგმნელი - თამარ კვიჟინაძე) წარდგენა. გამომცემლობა „არტანუჯი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 14:30-15:00 პანელ-დისკუსია - არქიტექტურული წიგნები როგორც სამშენებლო კულტურის ბარომეტრი, მონაწილეები - ფილიპ მოიზერი, ნინო ფალავანდილშვილი და თინა მამულაშვილი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. მე-11 პავილიონის 15:00-15:30 პანელ-დისკუსია - ურთიერთობა ავტორსა და გამომცემელს შორის, მონაწილეები - სტეფან ვაიდლე, ზურაბ ქარუმიძე და გვანცა ჯობავა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 15:30-16:00 გელა სულაძის დოკუმენტური პროზის „საქართველოს პირველი პრემიერის - ნოე რამიშვილის მკვლელობა“ წარდგენა. გამომცემლობა „წიგნი+ერი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 16:00-16:30 სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის „უკანასკნელი მოწმეები“ (მთარგმნელი - თამარ კოტრიკაძე) წარდგენა. გამომცემლობა „არტანუჯი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 16:30-17:00 პროექტის „ქართველი მეფეები“ წარდგენა (წარმდგენები - ჯაბა სამუშია, როინ მეტრეველი). „გამომცემლობა პალიტრა L“. მე-11 პავილონის მთავარი სცენა 17:00-17:30 ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნის „მოწითალო და მოშავო“ პრეზენტაცია, ჯანეტ უოლსის წიგნის „შუშის სასახლე“ პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 17:30-18:00 წარდგენა გიორგი კოკოშაშვილის წიგნისა „ქართული საბრძოლო ხელოვნება“, სერიიდან „ჩვენი ღირსებანი“. გამომცემლობა „წიგნი+ერი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 18:00-18:30 ემზარ კვიტაიშვილის წიგნის „მწიფობა“ წარდგენა. საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია. მე-11 პავილონის მთავარი სცენა 18:30-19:00 წარდგენა წიგნისა „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი“. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა
2 ივნისი, შაბათი
12:00-12:20 ელის დოჯსონის წიგნის „დომენიკა და საიდუმლო ქალაქი“ წარდგენა. „გამომცემლობა პალიტრა L“ . მე-11 პავილონის მთავარი სცენა 12:20-12:40 თეა ინასარიძის წიგნის „მეცხრე ფლიგელი“ წარდგენა (მოდერატორი - ტორესა მოსი). „გამომცემლობა პალიტრა L“. მე-11 პავილონის მთავარი სცენა 12:40-13:00 მაკა ლდოკონენის წიგნის „ცხენისკუდები დილასთვის“ წარდგენა. გამომცემლობა „ბაკმი“. მე-11 პავილონის მთავარი სცენა 13:00-13:30 „აკრძალული წიგნების თაროს“ სერიით გამოცემული ოთხი ახალი წიგნის წარდგენა: ნათანიელ ჰოთორნის „ალისფერი დამღა“ (მთარგმნელი - ანი კოპალიანი), ნიკოს კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (მთარგმნელი - თათია მთვარელიძე), ანდრეი პლატონოვის ტრილოგიის: „ქვაბული“, „ჯანი“, „ჩევენგური“ (მთარგმნელი - გივი კიკილაშვილი) და ბორის პასტერნაკის „ექიმი ჟივაგო“ (მთარგმნელი - ნოდარ ნონიაშვილი). გამომცემლობა „ინტელექტი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 13:30-14:00 წარდგენა ანდრო ბუაჩიძის წიგნისა „გაზაფხული მოდის ღამეში“ და ლუკა ბაქანიძის მოთხრობების კრებულისა „სად ხარ, ლაზარე...“ (მოდერატორები - მაია ალუდაური, ივანე ამირხანაშვილი). „გამომცემლობა პალიტრა L“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 14:00-14:30 ზურაბ რთველიაშვილის პოეტური პერფორმანსი ბენდთან ერთად. გამომცემლობა „ინტელექტი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 14:30-15:00 პეტერ ვაისის პიესის „მარატ-სადი“ წარდგენა (წარმდგენი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. მე-11 პავილონის მთავარი სცენა 15:00-16:00 შეხვედრა გელა ჩარკვიანთან. გამომცემლობა „ინტელექტი“. გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდი 15:00-15:40 პანელ-დისკუსია ქართველი და გერმანელი მწერლების მონაწილეობით: კატია პეტროვსკაია / აბო იაშაღაშვილი. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 15:40-16:00 ერეკლე დეისაძის პროზაული კრებულის „ოთარაანთ ქვიარი“ წარდგენა. გამომცემლობა „ინტელექტი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 16:00-16:30 სამი ახალი წიგნის წარდგენა: უაილი ქეშის „მშობლიურზე თბილი მიწა“, დონ დელილოს „თეთრი ხმაური“ და უილა კესერის „სიკვდილი არქიეპისკოპოსსაც აკითხავს“ (წარმდგენები, მთარგმნელები - თეონა ბითაძე, რუსუდან მახათაძე და მაია ჯიჯეიშვილი). „ელფის გამომცემლობა“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 16:30-17:00 შეხვედრა „ინდიგოს“ ავტორებთან. გამომცემლობა „ინდიგო“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 17:00-17:20 ია კარგარეთელის წიგნის „ჩურჩული“ წარდგენა. „გამომცემლობა პალიტრა L“. მე-11 პავილონის მთავარი სცენა 17:20-17:40 ლიანა მორიარტის წიგნის „დიდი პატარა ტყუილები“ პრეზენტაცია; დანიილ ხარმსის წიგნის „მე ფანჯარაში დაგინახავ“ პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. მე-11 პავილონის მთავარი სცენა 17:40-18:00 „ჯემალ ქარჩხაძის ფორუმი“ 2018, ლიტერატურული ალმანახის პრეზენტაცია (წარმდგენები - ლევან ბრეგაძე, მამუკა ბერიაშვილი, კახა ჯამბურია, მარიამ გალდავაძე, მარიამ ხაზარაძე). „ქარჩხაძის გამომცემლობა“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 18:00-18:30 20 წელი სამ ავტორთან ერთად. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 20-წლიან თანამშრომლობას აღნიშნავს სამ ქართველ მწერალთან: აკა მორჩილაძესთან, დათო ტურაშვილთან და ლაშა ბუღაძესთან. „ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 18:30-19:00 ნინო ჭინჭარაულის წიგნის „დამასტე“ პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 19:00-19:30 გამომცემლობის და მისი საქმიანობის პრეზენტაცია და მათ მიერ გამოცემული წიგნების შეფასება, კითხვა-პასუხი. გამომცემლობა „შემოქმედი ანგელოზი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა
3 ივნისი, კვირა
12:00-12:30 წიგნის „100 წელი, 100 ფოტო, 1918-2018“ წარდგენა (ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის მეასე წლისთავს). გამომცემლობა „ინდიგო“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 12:30-13:00 ლიტერატურული ჟურნალის „ფანტასტი“ მეხუთე ნომრის წარდგენა (წარმდგენი - ირაკლი ლომოური). სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“ და ლიტერატურული ჟურნალი „ფანტასტი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 13:00-13:30 სალომე ბენიძისა და დინა ოგანოვას ფოტო-წიგნის (s)HERO(es) პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 13:30-14:00 კოლინ უილსონის რომანის „გონების პარაზიტები“ წარდგენა (მთარგმნელი - ირაკლი დათოშვილი). კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 14:00-14:30 შეხვედრა ნინო ხარატიშვილთან (მოდერატორი - ლაშა ბუღაძე) და ექსკლუზიურად მკითხველისთვის სპეციალური სასაჩუქრე გამოცემა: პირველი თავი რომანიდან „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ (მთარგმნელი ნინო ბურდული). გამომცემლობა „ინტელექტი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 14:30-15:00 როსტომ ჩხეიძის წიგნის „ქართული მწერლობა ერთი თვალის გადავლებით“ წარდგენა, გამომცემლობა „საქწიგნი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 15:00-16:00 ლიბერთინსის დაბადების დღე, გათამაშება, ჯგუფ „არას“ კონცერტი. „გამომცემლობა პალიტრა L “. მე-11 პავილიონის მიმდებარე ტერიტორია 15:00-15:30 მარგარეტ ეტვუდის წიგნის „ორიქსი და კრეიკი“ პრეზენტაცია, მარიკა მამალაძის წიგნის „ახალი იორკი შორ კონტინენტზე“ პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 15:30-16:00 რატი ამაღლობელის ახალი პოეტური კრებულის „ანგელარიუმის“ წარდგენა. გამომცემლობა „ინტელექტი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 16:00-16:30 ოთხი ახალი წიგნის წარდგენა: კატრი ლიპსონის „მენაყინე ქალი“, ბირგულ ოღუზის „ჰაჰ“, ირის ჰანიკას „ცოდვა“ და ლორანს პლაზნეს „მარტოსული სიყვარული“ (წარმდგენები, მთარგმნელები - დიმიტრი გოგოლაშვილი, თამარ თევდორაძე, მაია ფალავანდიშვილი და თამარ კაპანაძე). „ელფის გამომცემლობა“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 16:30-17:00 ლიზა ჯენოვას წიგნის „სიყვარულით, ენტონი“ პრეზენტაცია, რობერტ მაკკამონის წიგნის „ბიჭის ცხოვრება“ პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა 17:00-17:30 წარდგენა წიგნისა „საზღვრებს მიღმა. კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში“ (წარმდგენი - თამთა ხალვაში). ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა
საბავშვო სცენა - „ექსპო ჯორჯიას“ მე-6 პავილიონი
31 მაისი, ხუთშაბათი
12:00-18:00 სახეზე ხატვა. „ექსპო ჯორჯიას“ მე-6 პავილიონი 13:00-15:00 სახალისო ამოცანების, თავსატეხების ამოხსნა, შეჯიბრი, შეკითხვები წიგნების პერსონაჟების შესახებ, გამარჯვებულთა დაჯილდოება. მეცნიერების სკოლა „ლოგიკმეტრი“. მე-6 პავილიონი 15:00-15:30 კინგსის და კინგსის წიგნების პრეზენტაცია. „კინგსი საქართველო“. მე-6 პავილიონი 16:00-18:00 თამაში „აბა, გამოიცანი!“ ანიმატორთან ერთად - სხარტი ამოცანა-გამოცანები, (გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა პრიზებით). „კინგსი საქართველო“. მე-6 პავილიონი
1 ივნისი, პარასკევი
12:00-18:00 სახეზე ხატვა. მე-6 პავილიონი 12:00-15:00 სახალისო ამოცანების, თავსატეხების ამოხსნა, შეჯიბრი, შეკითხვები წიგნების პერსონაჟების შესახებ, გამარჯვებულების დაჯილდოება. მეცნიერების სკოლა „ლოგიკმეტრი“. მე-6 პავილიონი 15:00-15:30 ქართული სამაგიდო თამაშები კოტესთან და ნათიასთან ერთად. „გამომცემლობა პალიტრა L “. მე-6 პავილიონი 16:00-18:00 „სიტყვებით თამაში“ ანიმატორთან ერთად - გამოიცანი სიტყვა, დაიმახსოვრე სიტყვა (გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა სახალისო პრიზით). „კინგსი საქართველო“. მე-6 პავილიონი
2 ივნისი, შაბათი
12:00-18:00 სახეზე ხატვა. მე-6 პავილიონი 12:00-13:00 საბავშვო ნაწარმოებებიდან ფრაგმენტების კითხვა გოგა ჩანადირთან ერთად. მე-6 პავილიონი 13:00-13:30 ნათია ჯანაშიას წიგნის „ენოტის რემონტი“ წარდგენა. „გამომცემლობა პალიტრა L“. მე-6 პავილიონი 13:30-14:00 გერმანელი მეზღაპრის ვილჰელმ ჰაუფის წიგნის „პატარა მუკის თავგადასავალი“ წარდგენა. გამომცემლობა „სეზანი“. მე-6 პავილიონი 14:00-14:30 წარდგენა წიგნისა „შემეცნებითი ზღაპრები“ (5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის). გამომცემლობა „შემეცნება“. მე-6 პავილიონი 14:30-14:45 თეატრალიზებული წარმოდგენა, გამომცემლობა „შემეცნება“. მე-6 პავილიონი 14:45-15:15 წიგნის „ცხოველები და მათი შვილები“ წარდგენა (ცხოველთა ხმების დისკის თანხლებით, 3-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის). გამომცემლობა „შემეცნება“. მე-6 პავილიონი 15:15-16:00 ხატვის გაკვეთილები სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად. მე-6 პავილიონი 16:00-18:00 თამაში „დაიმახსოვრე გამოსახულება“ ანიმატორთან ერთად (გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა სახალისო პრიზებით). „კინგსი საქართველო“. მე-6 პავილიონი
3 ივნისი, კვირა
12:00-18:00 სახეზე ხატვა. მე-6 პავილიონი 12:00:12:30 საბალეტო სტუდია „ფუეტეს“ წარმოდგენა. მე-6 პავილიონი 13:00-13:30 „ბასტი-ბუბუ“ - კონცერტი. „გამომცემლობა პალიტრა L“. მე-6 პავილიონი 14:00-15:00 ხელნაკეთი ნივთების დამზადება სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად (წიგნის სანიშნები, წიგნის ყდები, დეკორატიული ყვავილები და სხვა). მე-6 პავილიონი 15:00-17:00 თამაში „აბა გამოიცანი!“ ანიმატორთან ერთად - სხარტი ამოცანა-გამოცანები (გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა სახალისო პრიზებით). „კინგსი საქართველო“. მე-6 პავილიონი 17:00-19:00 „სიტყვებით თამაში“ ანიმატორთან ერთად - გამოიცანი სიტყვა, დაიმახსოვრე სიტყვა (გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა სახალისო პრიზებით). „კინგსი საქართველო“. მე-6 პავილიონი
|